სურა 51 ზარიათი, აიათი 47 – 60

  1. وَالسَّمَاءَ بَنَيْنَاهَا بِأَيْدٍ وَإِنَّا لَمُوسِعُونَ

    და ზეცა ავაგეთ ძლიერებით და უეჭველად, ჩვენ ვართ გამვრცობი!

    51:47
  2. وَالْأَرْضَ فَرَشْنَاهَا فَنِعْمَ الْمَاهِدُونَ

    და მიწა გავფინეთ. და რა მშვენიერი გამფენნი ვართ!

    51:48
  3. وَمِنْ كُلِّ شَيْءٍ خَلَقْنَا زَوْجَيْنِ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ

    და ყველაფერი გავაჩინეთ წყვილებად, ეგების გულისხმაჰყოთ თქვენ!

    51:49
  4. فَفِرُّوا إِلَى اللَّهِ ۖ إِنِّي لَكُمْ مِنْهُ نَذِيرٌ مُبِينٌ

    მაშ, იჩქარეთ ალლაჰისკენ. უეჭველად, მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ.

    51:50
  5. وَلَا تَجْعَلُوا مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ ۖ إِنِّي لَكُمْ مِنْهُ نَذِيرٌ مُبِينٌ

    და არ დაიდგინოთ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება. უეჭველად, მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ.

    51:51
  6. كَذَٰلِكَ مَا أَتَى الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ مِنْ رَسُولٍ إِلَّا قَالُوا سَاحِرٌ أَوْ مَجْنُونٌ

    სწორედ ასე რომელნიც იყვნენ მათ უწინ, არ მისულა მათთან შუამავალთაგანი, რომ არ ეთქვათ: ჯადოქარი ან გიჟი.

    51:52
  7. أَتَوَاصَوْا بِهِ ۚ بَلْ هُمْ قَوْمٌ طَاغُونَ

    ნუთუ ყოველთვის ამას უანდერძებენ? არამც და არამც! ისინი ზღვარგადასული ხალხი არიან.

    51:53
  8. فَتَوَلَّ عَنْهُمْ فَمَا أَنْتَ بِمَلُومٍ

    მაშ, სახე იბრუნე მათგან, უკვე შენ აღარ ხარ გასაკიცხი.

    51:54
  9. وَذَكِّرْ فَإِنَّ الذِّكْرَىٰ تَنْفَعُ الْمُؤْمِنِينَ

    და შეაგონე. უეჭველად, შეგონება სარგებელს მოუტანს მორწმუნეთ!

    51:55
  10. وَمَا خَلَقْتُ الْجِنَّ وَالْإِنْسَ إِلَّا لِيَعْبُدُونِ

    და მე არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები, თუ არა ჩემდამი თაყვანისცემისთვის.

    51:56
  11. مَا أُرِيدُ مِنْهُمْ مِنْ رِزْقٍ وَمَا أُرِيدُ أَنْ يُطْعِمُونِ

    არ მინდა მათგან სარჩო და არც ის, რომ დამაპურონ.

    51:57
  12. إِنَّ اللَّهَ هُوَ الرَّزَّاقُ ذُو الْقُوَّةِ الْمَتِينُ

    უეჭველად, ალლაჰია სარჩოს მომცემი და ძლევამოსილი.

    51:58
  13. فَإِنَّ لِلَّذِينَ ظَلَمُوا ذَنُوبًا مِثْلَ ذَنُوبِ أَصْحَابِهِمْ فَلَا يَسْتَعْجِلُونِ

    და უეჭველად, იმათთვის, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, მათი ხვედრი იმ ქვეყნების ბინადართა ხვედრის დარია. მაშ, ნუ იჩქარებენ!

    51:59
  14. فَوَيْلٌ لِلَّذِينَ كَفَرُوا مِنْ يَوْمِهِمُ الَّذِي يُوعَدُونَ

    ვაი, მათ, რომელთაც უარყვეს თავიანთი დღე, რომელიც აღეთქვათ!

    51:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე