სურა 51 ზარიათი
-
وَالذَّارِيَاتِ ذَرْوًا
ვფიცავ, ქარს მიმომფანტავს,
51:1 -
فَالْحَامِلَاتِ وِقْرًا
ასევე მატარებელთ ტვირთის,
51:2 -
فَالْجَارِيَاتِ يُسْرًا
დამღვრელთ უბრალოდ,
51:3 -
فَالْمُقَسِّمَاتِ أَمْرًا
კიდევ გამნაწილებელთ საქმის!
51:4 -
إِنَّمَا تُوعَدُونَ لَصَادِقٌ
უეჭველად, რაც აღგეთქვათ ჭეშმარიტებაა,
51:5 -
وَإِنَّ الدِّينَ لَوَاقِعٌ
და უეჭველად, განსჯის დღე აუცილებლად დადგება!
51:6 -
وَالسَّمَاءِ ذَاتِ الْحُبُكِ
და ვფიცავ, ზეცას წრიულ გზებიანს,
51:7 -
إِنَّكُمْ لَفِي قَوْلٍ مُخْتَلِفٍ
უეჭველად, თქვენ სიტყვათა შეუთანხმელობაში იმყოფებით.
51:8 -
يُؤْفَكُ عَنْهُ مَنْ أُفِكَ
გაბრუნებული იქნება მისგან, ვინც გაბრუნდა.
51:9 -
قُتِلَ الْخَرَّاصُونَ
განიგმირონ ცრუნი,
51:10 -
الَّذِينَ هُمْ فِي غَمْرَةٍ سَاهُونَ
რომელნიც უმეცრებაში არიან, დაუდევარნი!
51:11 -
يَسْأَلُونَ أَيَّانَ يَوْمُ الدِّينِ
კითხულობენ: როდისაა განსჯის დღე?
51:12 -
يَوْمَ هُمْ عَلَى النَّارِ يُفْتَنُونَ
იმ დღეს ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან.
51:13 -
ذُوقُوا فِتْنَتَكُمْ هَٰذَا الَّذِي كُنْتُمْ بِهِ تَسْتَعْجِلُونَ
იგემეთ თქვენი ეს გამოცდა, რომელსაც ჩქარობდით!
51:14 -
إِنَّ الْمُتَّقِينَ فِي جَنَّاتٍ وَعُيُونٍ
ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, ბაღებში და წყაროებში იქნებიან;
51:15 -
آخِذِينَ مَا آتَاهُمْ رَبُّهُمْ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا قَبْلَ ذَٰلِكَ مُحْسِنِينَ
მიმღებელნი იმისა, რაც უბოძა მათ თავიანთმა ღმერთმა. უეჭველად, ისინი კეთილისმქმნელნი იყვნენ წინათ.
51:16 -
كَانُوا قَلِيلًا مِنَ اللَّيْلِ مَا يَهْجَعُونَ
ცოტას თუ წაიძინებდნენ ღამით.
51:17 -
وَبِالْأَسْحَارِ هُمْ يَسْتَغْفِرُونَ
და ალიონზე მიტევებას ეაჯებოდნენ ისინი.
51:18 -
وَفِي أَمْوَالِهِمْ حَقٌّ لِلسَّائِلِ وَالْمَحْرُومِ
და მათ ქონებაში წილია, მთხოვნელთათვის და ღატაკთათვის,
51:19 -
وَفِي الْأَرْضِ آيَاتٌ لِلْمُوقِنِينَ
და დედამიწაზე სასწაულია მტკიცე მორწმუნეთათვის
51:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე