სურა 51 ზარიათი, აიათი 24 – 31

  1. هَلْ أَتَاكَ حَدِيثُ ضَيْفِ إِبْرَاهِيمَ الْمُكْرَمِينَ

    ნუთუ არ მოგვლენია სიტყვა სტუმრების შესახებ.

    51:24
  2. إِذْ دَخَلُوا عَلَيْهِ فَقَالُوا سَلَامًا ۖ قَالَ سَلَامٌ قَوْمٌ مُنْكَرُونَ

    აკი, შევიდნენ მასთან, და უთხრეს: „სალამი!“ მიუფო: „სალამი, უცხო ხალხო!“

    51:25
  3. فَرَاغَ إِلَىٰ أَهْلِهِ فَجَاءَ بِعِجْلٍ سَمِينٍ

    შემდეგ მიაშურა ოჯახს და გამოიტანა მსუქანი ხბო,

    51:26
  4. فَقَرَّبَهُ إِلَيْهِمْ قَالَ أَلَا تَأْكُلُونَ

    წინ დაუდო მათ და უთხრა: განა არ მიირთმევთ?

    51:27
  5. فَأَوْجَسَ مِنْهُمْ خِيفَةً ۖ قَالُوا لَا تَخَفْ ۖ وَبَشَّرُوهُ بِغُلَامٍ عَلِيمٍ

    მაშინ შიში ჩაუვარდა მათ გამო გულში.

    51:28
  6. فَأَقْبَلَتِ امْرَأَتُهُ فِي صَرَّةٍ فَصَكَّتْ وَجْهَهَا وَقَالَتْ عَجُوزٌ عَقِيمٌ

    მოვიდა ცოლი მისი ყვირილით, სახეში (ხელებს) იცემდა და ამბობდა: უნაყოფო დედაბერი ვარ!

    51:29
  7. قَالُوا كَذَٰلِكِ قَالَ رَبُّكِ ۖ إِنَّهُ هُوَ الْحَكِيمُ الْعَلِيمُ

    უთხრეს: ასე ბრძანა შენმა ღმერთმა. უეჭველად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.

    51:30
  8. قَالَ فَمَا خَطْبُكُمْ أَيُّهَا الْمُرْسَلُونَ

    ჰკითხა: „(გარდა ამისა, სხვა) რა გაქვთ დავალებულნი, ჰეი, შუამავალნო?“

    51:31

თარგმანი: რეზო მიქელაძე