სურა 51 ზარიათი, აიათი 1 – 11
-
وَالذَّارِيَاتِ ذَرْوًا
ვფიცავ, ქარს მიმომფანტავს,
51:1 -
فَالْحَامِلَاتِ وِقْرًا
ასევე მატარებელთ ტვირთის,
51:2 -
فَالْجَارِيَاتِ يُسْرًا
დამღვრელთ უბრალოდ,
51:3 -
فَالْمُقَسِّمَاتِ أَمْرًا
კიდევ გამნაწილებელთ საქმის!
51:4 -
إِنَّمَا تُوعَدُونَ لَصَادِقٌ
უეჭველად, რაც აღგეთქვათ ჭეშმარიტებაა,
51:5 -
وَإِنَّ الدِّينَ لَوَاقِعٌ
და უეჭველად, განსჯის დღე აუცილებლად დადგება!
51:6 -
وَالسَّمَاءِ ذَاتِ الْحُبُكِ
და ვფიცავ, ზეცას წრიულ გზებიანს,
51:7 -
إِنَّكُمْ لَفِي قَوْلٍ مُخْتَلِفٍ
უეჭველად, თქვენ სიტყვათა შეუთანხმელობაში იმყოფებით.
51:8 -
يُؤْفَكُ عَنْهُ مَنْ أُفِكَ
გაბრუნებული იქნება მისგან, ვინც გაბრუნდა.
51:9 -
قُتِلَ الْخَرَّاصُونَ
განიგმირონ ცრუნი,
51:10 -
الَّذِينَ هُمْ فِي غَمْرَةٍ سَاهُونَ
რომელნიც უმეცრებაში არიან, დაუდევარნი!
51:11
თარგმანი: რეზო მიქელაძე