სურა 4 ნისა

  1. أُولَٰئِكَ مَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ وَلَا يَجِدُونَ عَنْهَا مَحِيصًا

    აი ისინი, რომელთა სამყოფელიც ჯოჯოხეთია, და გამოსასვლელს ვერ იპოვიან იქიდან.

    4:121
  2. وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ سَنُدْخِلُهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۖ وَعْدَ اللَّهِ حَقًّا ۚ وَمَنْ أَصْدَقُ مِنَ اللَّهِ قِيلًا

    და რომელთაც იწამეს და ჰქმნეს სიკეთენი, სულ მალე მოვათავსებთ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა. და ვისია სიტყვა ალლაჰის სიტყვაზე უფრო ჭეშმარიტი?!

    4:122
  3. لَيْسَ بِأَمَانِيِّكُمْ وَلَا أَمَانِيِّ أَهْلِ الْكِتَابِ ۗ مَنْ يَعْمَلْ سُوءًا يُجْزَ بِهِ وَلَا يَجِدْ لَهُ مِنْ دُونِ اللَّهِ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا

    არა თქვენი ოცნებებისამებრ და არცა წიგნის ხალხის ოცნებებისამებრ, ავის მქმნელს ავითვე მიეზღვება, და ალლაჰის გარდა ვერ იპოვიან ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს!

    4:123
  4. وَمَنْ يَعْمَلْ مِنَ الصَّالِحَاتِ مِنْ ذَكَرٍ أَوْ أُنْثَىٰ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَأُولَٰئِكَ يَدْخُلُونَ الْجَنَّةَ وَلَا يُظْلَمُونَ نَقِيرًا

    და ვინც იქმს სიკეთეს, კაცი იქნება ეს თუ ქალი, და არის ის მორწმუნე, სწორედ, შევლენ სამოთხეში ეგენი და არ დაიჩაგრებიან, ხურმის კურკას ღარი რომ აქვს, იმის ტოლაზეც!

    4:124
  5. وَمَنْ أَحْسَنُ دِينًا مِمَّنْ أَسْلَمَ وَجْهَهُ لِلَّهِ وَهُوَ مُحْسِنٌ وَاتَّبَعَ مِلَّةَ إِبْرَاهِيمَ حَنِيفًا ۗ وَاتَّخَذَ اللَّهُ إِبْرَاهِيمَ خَلِيلًا

    და ვინაა სარწმუნოებით უფრო უკეთესი იმაზე, ვინც ჩააბარა თავისი თავი ალლაჰს. ის კეთილისმქმნელია და გაჰყვა იბრაჰიმის რელიგიას, როგორც ერთმორწმუნის და ალლაჰმა იბრაჰიმი გამოარჩია მეგობრად.

    4:125
  6. وَلِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۚ وَكَانَ اللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ مُحِيطًا

    და ალლაჰს ეკუთვნის რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი ხომ ყველაფრის გარემომცველია.

    4:126
  7. وَيَسْتَفْتُونَكَ فِي النِّسَاءِ ۖ قُلِ اللَّهُ يُفْتِيكُمْ فِيهِنَّ وَمَا يُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فِي الْكِتَابِ فِي يَتَامَى النِّسَاءِ اللَّاتِي لَا تُؤْتُونَهُنَّ مَا كُتِبَ لَهُنَّ وَتَرْغَبُونَ أَنْ تَنْكِحُوهُنَّ وَالْمُسْتَضْعَفِينَ مِنَ الْوِلْدَانِ وَأَنْ تَقُومُوا لِلْيَتَامَىٰ بِالْقِسْطِ ۚ وَمَا تَفْعَلُوا مِنْ خَيْرٍ فَإِنَّ اللَّهَ كَانَ بِهِ عَلِيمًا

    შენგან ნებავთ განმარტება ქალების შესახებ, უთხარი: ალლაჰი გამცნობთ მათ შესახებ, და ასევე ობოლ ქალებთა მიმართებაში, რომელთაც არ აძლევთ იმას, რაც მათ ეკუთვნით და გწადიათ მათი ცოლად შერთვა; და ასევე უსუსური ბავშვების თაობაზე, სამართლიანად რომ უნდა მოექცეთობლებს, როგორც ეს ღვთიურ წიგნში გიწერიათ; და რა სიკეთეც ჰქმნათ, უეჭველად, ალლაჰი უწყის მას!

    4:127
  8. وَإِنِ امْرَأَةٌ خَافَتْ مِنْ بَعْلِهَا نُشُوزًا أَوْ إِعْرَاضًا فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا أَنْ يُصْلِحَا بَيْنَهُمَا صُلْحًا ۚ وَالصُّلْحُ خَيْرٌ ۗ وَأُحْضِرَتِ الْأَنْفُسُ الشُّحَّ ۚ وَإِنْ تُحْسِنُوا وَتَتَّقُوا فَإِنَّ اللَّهَ كَانَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًا

    და თუ ქალი შიშობს, რომ ყურადღებას არ მიაქცევს ქმარი მისი ან უგულებელჰყოფს, ცოდვად არ ჩაეთვლებათ, თუ დადებენ ერთმანეთში შეთანხმებას. შეთანხმება უფრო უკეთესია. და თან სდევს ადამიანს ძუნწობა. და თუ გამოსწორდებით და იქნებით ღვთისმოშიშნი, უეჭველად, ალლაჰმა იცის რასაც აკეთებთ!

    4:128
  9. وَلَنْ تَسْتَطِيعُوا أَنْ تَعْدِلُوا بَيْنَ النِّسَاءِ وَلَوْ حَرَصْتُمْ ۖ فَلَا تَمِيلُوا كُلَّ الْمَيْلِ فَتَذَرُوهَا كَالْمُعَلَّقَةِ ۚ وَإِنْ تُصْلِحُوا وَتَتَّقُوا فَإِنَّ اللَّهَ كَانَ غَفُورًا رَحِيمًا

    თქვენ ვერასდროს შეძლებთ ერთნაირად სამართლიანნი იყოთ ქალებისადმი, თუნდ გულით მოინდომოთ ეს. მაგრამ მთლად ნუ გადაიხრებით ერთისკენ და მეორეს ნუ დატოვებთ მიტოვებულივით. და თუ გამოსწორდებით და იქნებით ღვთისმოშიშნი, უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    4:129
  10. وَإِنْ يَتَفَرَّقَا يُغْنِ اللَّهُ كُلًّا مِنْ سَعَتِهِ ۚ وَكَانَ اللَّهُ وَاسِعًا حَكِيمًا

    და თუ გაეყრებიან, ალლაჰი გაუმრავლებს ორივეს სიუხვეს. და ალლაჰი ხომ გულუხვია, ბრძენია!

    4:130
  11. وَلِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ وَلَقَدْ وَصَّيْنَا الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ مِنْ قَبْلِكُمْ وَإِيَّاكُمْ أَنِ اتَّقُوا اللَّهَ ۚ وَإِنْ تَكْفُرُوا فَإِنَّ لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۚ وَكَانَ اللَّهُ غَنِيًّا حَمِيدًا

    ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ჩვენ დავუდგინეთ, რომელთაც თქვენ უწინ ებოძათ ღვთიური წიგნი და თქვენ, რომ გეშინოდეთ ალლაჰისა! და თუ უარყოფთ, ალლაჰისაა ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!

    4:131
  12. وَلِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ وَكِيلًا

    ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად!

    4:132
  13. إِنْ يَشَأْ يُذْهِبْكُمْ أَيُّهَا النَّاسُ وَيَأْتِ بِآخَرِينَ ۚ وَكَانَ اللَّهُ عَلَىٰ ذَٰلِكَ قَدِيرًا

    და თუ ინებებს, წაგიყვანთ თქვენ, ადამიანებო და მოიყვანს სხვებს. უეჭველად, ალლაჰს ძალუძს ეს!

    4:133
  14. مَنْ كَانَ يُرِيدُ ثَوَابَ الدُّنْيَا فَعِنْدَ اللَّهِ ثَوَابُ الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۚ وَكَانَ اللَّهُ سَمِيعًا بَصِيرًا

    ვისაც სურს ამქვეყნიური სიკეთე, ალლაჰთანაა სიკეთე ამქვეყნიურიც და იმქვეყნიურიც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისდამნახავია!

    4:134
  15. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُونُوا قَوَّامِينَ بِالْقِسْطِ شُهَدَاءَ لِلَّهِ وَلَوْ عَلَىٰ أَنْفُسِكُمْ أَوِ الْوَالِدَيْنِ وَالْأَقْرَبِينَ ۚ إِنْ يَكُنْ غَنِيًّا أَوْ فَقِيرًا فَاللَّهُ أَوْلَىٰ بِهِمَا ۖ فَلَا تَتَّبِعُوا الْهَوَىٰ أَنْ تَعْدِلُوا ۚ وَإِنْ تَلْوُوا أَوْ تُعْرِضُوا فَإِنَّ اللَّهَ كَانَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი. და ეს რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ, ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან, მაშ, ნუ გაყვებით გულისნადებს, რომ არ გადაუქციოთ ჭეშმარიტებას, და თუ გაამრუდებთ ან გაექცევით, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ!

    4:135
  16. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا آمِنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ وَالْكِتَابِ الَّذِي نَزَّلَ عَلَىٰ رَسُولِهِ وَالْكِتَابِ الَّذِي أَنْزَلَ مِنْ قَبْلُ ۚ وَمَنْ يَكْفُرْ بِاللَّهِ وَمَلَائِكَتِهِ وَكُتُبِهِ وَرُسُلِهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ فَقَدْ ضَلَّ ضَلَالًا بَعِيدًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იწამეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და წიგნი, რომელიც გარდმოუვლინა თავის შუამავალს და წიგნი, რომელიც მან გარდმოავლინა მის უწინ. და ვინც უარყოფს ალლაჰსა და მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის შუამავლებს, და განკითხვის დღეს. დიახაც, რომ დიდი გადაცდომით გადავიდა იგი გზას.

    4:136
  17. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا ثُمَّ كَفَرُوا ثُمَّ آمَنُوا ثُمَّ كَفَرُوا ثُمَّ ازْدَادُوا كُفْرًا لَمْ يَكُنِ اللَّهُ لِيَغْفِرَ لَهُمْ وَلَا لِيَهْدِيَهُمْ سَبِيلًا

    უეჭველად, რომელთაც იწამეს, მერე უარყვეს, მერე კვლავ იწამეს, კვლავ უარყვეს, და უფრო გაიღვივეს ურწმუნოება, არ იქნება, რომ მიუტევოს ალლაჰმა მათ, და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას!

    4:137
  18. بَشِّرِ الْمُنَافِقِينَ بِأَنَّ لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًا

    ამცნე თვალთმაქცებს, უეჭველად, მათ მოელით მტანჯველი სასჯელი!

    4:138
  19. الَّذِينَ يَتَّخِذُونَ الْكَافِرِينَ أَوْلِيَاءَ مِنْ دُونِ الْمُؤْمِنِينَ ۚ أَيَبْتَغُونَ عِنْدَهُمُ الْعِزَّةَ فَإِنَّ الْعِزَّةَ لِلَّهِ جَمِيعًا

    რომელთაც ურწმუნონი აჰყავთ მეგობრებად მორწმუნენის ნაცვლად, დიდებას ხომ არ ეძებენ მაგათთან? თუმცა, უეჭველად, დიდება ალლაჰს ეკუთვნის სრულიად!

    4:139
  20. وَقَدْ نَزَّلَ عَلَيْكُمْ فِي الْكِتَابِ أَنْ إِذَا سَمِعْتُمْ آيَاتِ اللَّهِ يُكْفَرُ بِهَا وَيُسْتَهْزَأُ بِهَا فَلَا تَقْعُدُوا مَعَهُمْ حَتَّىٰ يَخُوضُوا فِي حَدِيثٍ غَيْرِهِ ۚ إِنَّكُمْ إِذًا مِثْلُهُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ جَامِعُ الْمُنَافِقِينَ وَالْكَافِرِينَ فِي جَهَنَّمَ جَمِيعًا

    უეჭველად, გარდმოგივლინა თქვენ წიგნში: თუკი გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით მათ გვერდით, სანამ ისინი სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით. უეჭველად, ალლაჰი შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ყველას ერთად ჯოჯოხეთში!

    4:140

თარგმანი: რეზო მიქელაძე