მუსხაფი, გვერდი 97

  1. لَا خَيْرَ فِي كَثِيرٍ مِنْ نَجْوَاهُمْ إِلَّا مَنْ أَمَرَ بِصَدَقَةٍ أَوْ مَعْرُوفٍ أَوْ إِصْلَاحٍ بَيْنَ النَّاسِ ۚ وَمَنْ يَفْعَلْ ذَٰلِكَ ابْتِغَاءَ مَرْضَاتِ اللَّهِ فَسَوْفَ نُؤْتِيهِ أَجْرًا عَظِيمًا

    არ არის სიკეთე მათ მრავალგზის საიდუმლო თათბირობებში, გარდა იმისა, სადაც მოუწოდებენ გაიღონ მოწყალება, ან კეთილი საქმე, ან შერიგება ადამიანებს შორის, და ვინც ალლაჰისაგან კეთილმოწყალების სურვილით იქმს ამას, მაშ, მივაგებთ მას უდიდეს ჯილდოს!

    4:114
  2. وَمَنْ يُشَاقِقِ الرَّسُولَ مِنْ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُ الْهُدَىٰ وَيَتَّبِعْ غَيْرَ سَبِيلِ الْمُؤْمِنِينَ نُوَلِّهِ مَا تَوَلَّىٰ وَنُصْلِهِ جَهَنَّمَ ۖ وَسَاءَتْ مَصِيرًا

    და ვინც განუდგება შუამავალს იმის შემდგომ, როცა ჭეშმარიტება ცხადი გახდა მისთვის, და იგი დაადგება გზას, რომელზეც არ ადგანან მორწმუნენი, ჩვენ მივაქცევთ მას, საითკენაც შეტრიალდა და შევუნთებთ მას ჯოჯოხეთში. და რა საზიზღარია ეს მისაქციელი!

    4:115
  3. إِنَّ اللَّهَ لَا يَغْفِرُ أَنْ يُشْرَكَ بِهِ وَيَغْفِرُ مَا دُونَ ذَٰلِكَ لِمَنْ يَشَاءُ ۚ وَمَنْ يُشْرِكْ بِاللَّهِ فَقَدْ ضَلَّ ضَلَالًا بَعِيدًا

    უეჭველად, არ მიუტევებს ალლაჰი მისთვის თანაზიარის გაჩენას, და მიუტევებს სხვა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, დიახაც, რომ დიდი გადაცდომით გადავიდა იგი გზას!

    4:116
  4. إِنْ يَدْعُونَ مِنْ دُونِهِ إِلَّا إِنَاثًا وَإِنْ يَدْعُونَ إِلَّا شَيْطَانًا مَرِيدًا

    მხოლოდ კერპებს უხმობენ მის მაგივრად, და მხოლოდ უხმობენ ურჩ ეშმაკს.

    4:117
  5. لَعَنَهُ اللَّهُ ۘ وَقَالَ لَأَتَّخِذَنَّ مِنْ عِبَادِكَ نَصِيبًا مَفْرُوضًا

    ალლაჰმა დაწყევლა იგი და თქვა: „უეჭველად, შენს მსახურთაგან ერთი ნაწილს დავეუფლები მე,

    4:118
  6. وَلَأُضِلَّنَّهُمْ وَلَأُمَنِّيَنَّهُمْ وَلَآمُرَنَّهُمْ فَلَيُبَتِّكُنَّ آذَانَ الْأَنْعَامِ وَلَآمُرَنَّهُمْ فَلَيُغَيِّرُنَّ خَلْقَ اللَّهِ ۚ وَمَنْ يَتَّخِذِ الشَّيْطَانَ وَلِيًّا مِنْ دُونِ اللَّهِ فَقَدْ خَسِرَ خُسْرَانًا مُبِينًا

    და, უეჭველად, გზას ავაცდენ მათ, და ვაცდუნებ ოცნებებით, და ვუბრძანებ მათ ყურები დააჭრან საქონელს, და უეჭველად, ვუბრძანებ მათ სახე უცვალონ ალლაჰის გაჩენილს.“ და ვინც ალლაჰის მაგივრად ეშმაკს აიყვანს მეგობრად, აშკარად დაზარალდება იგი.

    4:119
  7. يَعِدُهُمْ وَيُمَنِّيهِمْ ۖ وَمَا يَعِدُهُمُ الشَّيْطَانُ إِلَّا غُرُورًا

    ჰპირდება მათ და ოცნებებით აცდუნებს, და რასაც ჰპირდება ეშმაკი, მხოლოდ ცდუნებაა ის.

    4:120
  8. أُولَٰئِكَ مَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ وَلَا يَجِدُونَ عَنْهَا مَحِيصًا

    აი ისინი, რომელთა სამყოფელიც ჯოჯოხეთია, და გამოსასვლელს ვერ იპოვიან იქიდან.

    4:121

თარგმანი: რეზო მიქელაძე