სურა 41 ფუსსილეთი, აიათი 9 – 12
-
قُلْ أَئِنَّكُمْ لَتَكْفُرُونَ بِالَّذِي خَلَقَ الْأَرْضَ فِي يَوْمَيْنِ وَتَجْعَلُونَ لَهُ أَنْدَادًا ۚ ذَٰلِكَ رَبُّ الْعَالَمِينَ
უთხარი: განა თქვენ ნამდვილად უარყოფთ მას, რომელმაც გააჩინა დედამიწა ორ დღეში და უდგენთ მას თანასწორთ? სწორედ იგია სამყაროთა ღმერთი!
41:9 -
وَجَعَلَ فِيهَا رَوَاسِيَ مِنْ فَوْقِهَا وَبَارَكَ فِيهَا وَقَدَّرَ فِيهَا أَقْوَاتَهَا فِي أَرْبَعَةِ أَيَّامٍ سَوَاءً لِلسَّائِلِينَ
იქ დაადგინა მყარი მთები, მოჰმადლა ბარაქა და მასზე ოთხ დღეში გაანაწილა საბადებელი საყოფისად სარჩოს მაძიებელთათვის.
41:10 -
ثُمَّ اسْتَوَىٰ إِلَى السَّمَاءِ وَهِيَ دُخَانٌ فَقَالَ لَهَا وَلِلْأَرْضِ ائْتِيَا طَوْعًا أَوْ كَرْهًا قَالَتَا أَتَيْنَا طَائِعِينَ
შემდგომ მესვეურობა ზეცისკენ აღაპყრო, რომელიც იყო კვამლი. მერე უთხრა მას და მიწას: „მოდით ნებით ან უნებლიეთ“. მიუგეს: „მოვედით კეთილი ნებით“.
41:11 -
فَقَضَاهُنَّ سَبْعَ سَمَاوَاتٍ فِي يَوْمَيْنِ وَأَوْحَىٰ فِي كُلِّ سَمَاءٍ أَمْرَهَا ۚ وَزَيَّنَّا السَّمَاءَ الدُّنْيَا بِمَصَابِيحَ وَحِفْظًا ۚ ذَٰلِكَ تَقْدِيرُ الْعَزِيزِ الْعَلِيمِ
ამგვარად, მან გამოსახა ისინი შვიდ ცად ორ დღეში და შთააგონა ყოველ ზეცას თავისი მოვალეობა. და შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დაცვად. სწორედ ესაა განწესება ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა.
41:12
თარგმანი: რეზო მიქელაძე