სურა 41 ფუსსილეთი, აიათი 26 – 32
-
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لَا تَسْمَعُوا لِهَٰذَا الْقُرْآنِ وَالْغَوْا فِيهِ لَعَلَّكُمْ تَغْلِبُونَ
და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „არ მოისმინოთ იგი ყურანი და ატეხეთ მასზე ღრიანცელი, ეგების თქვენ გაიმარჯვოთ“.
41:26 -
فَلَنُذِيقَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا عَذَابًا شَدِيدًا وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَسْوَأَ الَّذِي كَانُوا يَعْمَلُونَ
ამის შემდეგ, რომელთაც უარყვეს, ვაგემებთ მკაცრ სასჯელს და უთუოდ, მივუზღავთ ყველაზე ცუდს იმისგან, რასაც სჩადიოდნენ.
41:27 -
ذَٰلِكَ جَزَاءُ أَعْدَاءِ اللَّهِ النَّارُ ۖ لَهُمْ فِيهَا دَارُ الْخُلْدِ ۖ جَزَاءً بِمَا كَانُوا بِآيَاتِنَا يَجْحَدُونَ
სწორედ ესაა საზღაური ალლაჰის მტერთა, ცეცხლია მათთვის იქ მარადიულ სამყოფლად. საზღაურად იმისთვის, რომ უარყოფდნენ ჩვენს აიათებს.
41:28 -
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا رَبَّنَا أَرِنَا اللَّذَيْنِ أَضَلَّانَا مِنَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ نَجْعَلْهُمَا تَحْتَ أَقْدَامِنَا لِيَكُونَا مِنَ الْأَسْفَلِينَ
და იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „ღმერთო ჩვენო! გვაჩვენე ისინი, რომელთაც აგვაცდინეს ჩვენ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. მოვიქცევთ მათ ფეხთქვეშ, რათა იყვნენ მდაბიონი.
41:29 -
إِنَّ الَّذِينَ قَالُوا رَبُّنَا اللَّهُ ثُمَّ اسْتَقَامُوا تَتَنَزَّلُ عَلَيْهِمُ الْمَلَائِكَةُ أَلَّا تَخَافُوا وَلَا تَحْزَنُوا وَأَبْشِرُوا بِالْجَنَّةِ الَّتِي كُنْتُمْ تُوعَدُونَ
უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი, ზეგარდმოვლენ მათზე ანგელოზები: „ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით, და იხარეთ სამოთხით, რომელიც იყო აღთქმული.
41:30 -
نَحْنُ أَوْلِيَاؤُكُمْ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَفِي الْآخِرَةِ ۖ وَلَكُمْ فِيهَا مَا تَشْتَهِي أَنْفُسُكُمْ وَلَكُمْ فِيهَا مَا تَدَّعُونَ
ჩვენ თქვენი მფარველები ვართ ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმქვეყნიურშიც. და თქვენთვისაა იქ, რასაც სულნი თქვენი ინატრებენ! და თქვენთვისაა იქ, რასაც მოითხოვთ,
41:31 -
نُزُلًا مِنْ غَفُورٍ رَحِيمٍ
ჯილდოდ შენმდობისგან, მწყალობლისგან!
41:32
თარგმანი: რეზო მიქელაძე