სურა 41 ფუსსილეთი, აიათი 1 – 8

  1. حم

    ჰა. მიმ.

    41:1
  2. تَنْزِيلٌ مِنَ الرَّحْمَٰنِ الرَّحِيمِ

    ზეგარდმოვლენილია მოწყალისგან, მწყალობლისგან

    41:2
  3. كِتَابٌ فُصِّلَتْ آيَاتُهُ قُرْآنًا عَرَبِيًّا لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ

    წიგნი, რომლის აიათები განიმარტა ვრცლად არაბულ ენაზე, ყურანად მცოდნე ხალხთათვის,

    41:3
  4. بَشِيرًا وَنَذِيرًا فَأَعْرَضَ أَكْثَرُهُمْ فَهُمْ لَا يَسْمَعُونَ

    ხარებად და შეგონებად. მაგრამ ზურგი აქცია უმრავლესობამ მათგან, უკვე ვერღა შეისმენენ.

    41:4
  5. وَقَالُوا قُلُوبُنَا فِي أَكِنَّةٍ مِمَّا تَدْعُونَا إِلَيْهِ وَفِي آذَانِنَا وَقْرٌ وَمِنْ بَيْنِنَا وَبَيْنِكَ حِجَابٌ فَاعْمَلْ إِنَّنَا عَامِلُونَ

    და თქვეს: „ჩვენი გულები დახშულია იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ, რამეთუ ჩვენს ყურებში სიყრუეა და ჩვენსა და შენს შორის ფარდაა. მაშ, ჰქმენ (რაც გენებოს) და ჩვენც ვიქმთ (რაც გვსურს).

    41:5
  6. قُلْ إِنَّمَا أَنَا بَشَرٌ مِثْلُكُمْ يُوحَىٰ إِلَيَّ أَنَّمَا إِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ فَاسْتَقِيمُوا إِلَيْهِ وَاسْتَغْفِرُوهُ ۗ وَوَيْلٌ لِلْمُشْرِكِينَ

    უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენსავით. ზეშთამეგონა, რომ ღმერთი თქვენი ერთადერთი ღმერთია. მაშ, წარსდექით მის წინაშე ჭეშმარიტი რწმენით და მიტევება შესთხოვეთ მას. და ვაი, წარმართთა მდგომარეობას!

    41:6
  7. الَّذِينَ لَا يُؤْتُونَ الزَّكَاةَ وَهُمْ بِالْآخِرَةِ هُمْ كَافِرُونَ

    რომელნიც არ გასცემენ ზექათს, დიახ, ისინი საიქიოს უარმყოფელნიც არიან.

    41:7
  8. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَهُمْ أَجْرٌ غَيْرُ مَمْنُونٍ

    უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა საზღაური გამოულევი.

    41:8

თარგმანი: რეზო მიქელაძე