სურა 3 ალი იმრანი, აიათი 154

  1. ثُمَّ أَنْزَلَ عَلَيْكُمْ مِنْ بَعْدِ الْغَمِّ أَمَنَةً نُعَاسًا يَغْشَىٰ طَائِفَةً مِنْكُمْ ۖ وَطَائِفَةٌ قَدْ أَهَمَّتْهُمْ أَنْفُسُهُمْ يَظُنُّونَ بِاللَّهِ غَيْرَ الْحَقِّ ظَنَّ الْجَاهِلِيَّةِ ۖ يَقُولُونَ هَلْ لَنَا مِنَ الْأَمْرِ مِنْ شَيْءٍ ۗ قُلْ إِنَّ الْأَمْرَ كُلَّهُ لِلَّهِ ۗ يُخْفُونَ فِي أَنْفُسِهِمْ مَا لَا يُبْدُونَ لَكَ ۖ يَقُولُونَ لَوْ كَانَ لَنَا مِنَ الْأَمْرِ شَيْءٌ مَا قُتِلْنَا هَاهُنَا ۗ قُلْ لَوْ كُنْتُمْ فِي بُيُوتِكُمْ لَبَرَزَ الَّذِينَ كُتِبَ عَلَيْهِمُ الْقَتْلُ إِلَىٰ مَضَاجِعِهِمْ ۖ وَلِيَبْتَلِيَ اللَّهُ مَا فِي صُدُورِكُمْ وَلِيُمَحِّصَ مَا فِي قُلُوبِكُمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ

    მერე, წყენის შემდგომ, სიმშვიდისთვის ძილი მოგივლინათ ერთ ნაწილს, მეორე ნაწილი კი წუხილმა მოიცვა, იმაზე ფიქრობდნენ თავი როგორ გადაერჩინათ. ისინი ფიქრობდნენ ალლაჰზე უსამართლო, წარმართული ფიქრებით, ამბობდნენ: განა ჩვენი ძალებით რამის გადაწყვეტა შეგვეძლო? უთხარი: „ყველა საქმე ალლაჰს აბარია.“ მათ გულებში აქვთ დაფარული ის, რასაც შენ არ გიმხელენ. ამბობენ: ჩვენ რომ რამის გაკეთება შეგვძლებოდა, აქ არ დაგვხოცავდნენ. უთხარი: თქვენს სახლებშიც, რომ დარჩენილიყავით, ვისაც სიკვდილი ეწერა, თავისი დაღუპვის ადგილას მაინც გამოვიდოდა... ეს იმიტომ, რომ ალლაჰს გამოეცადა რა გაქვთ გულებში, და რომ განეწმინდა იმისგან, რაც გულებში გაქვთ. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რაც გულებშია!

    3:154

თარგმანი: რეზო მიქელაძე