სურა 38 სადი, აიათი 40 – 44

  1. وَإِنَّ لَهُ عِنْدَنَا لَزُلْفَىٰ وَحُسْنَ مَآبٍ

    უეჭველად, მისთვის ჩვენს წიაღ, სიახლოვეა და საუკეთესო თავშესაფარი.

    38:40
  2. وَاذْكُرْ عَبْدَنَا أَيُّوبَ إِذْ نَادَىٰ رَبَّهُ أَنِّي مَسَّنِيَ الشَّيْطَانُ بِنُصْبٍ وَعَذَابٍ

    და გაიხსენე ჩვენი მსახური ეიუბი. აკი, მან შეევედრა თავის ღმერთს: „უეჭველად, ეშმაკმა შემყარა ავადმყოფობა და ტანჯვა.“

    38:41
  3. ارْكُضْ بِرِجْلِكَ ۖ هَٰذَا مُغْتَسَلٌ بَارِدٌ وَشَرَابٌ

    დაჰკარი ფეხი ძირს! ესაა წყალი განსაბანი, ცივი და დასალევი.

    38:42
  4. وَوَهَبْنَا لَهُ أَهْلَهُ وَمِثْلَهُمْ مَعَهُمْ رَحْمَةً مِنَّا وَذِكْرَىٰ لِأُولِي الْأَلْبَابِ

    ვუბოძეთ მას თავისი ოჯახი და ერთი იმდენიც მათთან ერთად მოწყალებად ჩვენგან და შეხსენებად ბრძენკაცთა, ჭკუასაკითხთათვის.

    38:43
  5. وَخُذْ بِيَدِكَ ضِغْثًا فَاضْرِبْ بِهِ وَلَا تَحْنَثْ ۗ إِنَّا وَجَدْنَاهُ صَابِرًا ۚ نِعْمَ الْعَبْدُ ۖ إِنَّهُ أَوَّابٌ

    აიღე ხელში ძნა, მერე დაარტყი იგი და არ დაარღვიო ფიცი. უეჭველად, ვპოვეთ იგი მომთმენად. რაოდენ მშვენიერი მსახური! უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო.

    38:44

თარგმანი: რეზო მიქელაძე