სურა 38 სადი, აიათი 30 – 40

  1. وَوَهَبْنَا لِدَاوُودَ سُلَيْمَانَ ۚ نِعْمَ الْعَبْدُ ۖ إِنَّهُ أَوَّابٌ

    და ჩვენ ვაჩუქეთ დავუდს სულეიმანი. რაოდენ მშვენიერი მსახური! უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო.

    38:30
  2. إِذْ عُرِضَ عَلَيْهِ بِالْعَشِيِّ الصَّافِنَاتُ الْجِيَادُ

    აკი, წარადგინეს მასთან საღამო ჟამს სინიბნი და ბედაურნი.

    38:31
  3. فَقَالَ إِنِّي أَحْبَبْتُ حُبَّ الْخَيْرِ عَنْ ذِكْرِ رَبِّي حَتَّىٰ تَوَارَتْ بِالْحِجَابِ

    მაშინ თქვა: უეჭველად, შემიყვარდა ქონება, ღვთის ხსენებაზე მეტად, ვიდრეღა ფარდით მიიფარა.

    38:32
  4. رُدُّوهَا عَلَيَّ ۖ فَطَفِقَ مَسْحًا بِالسُّوقِ وَالْأَعْنَاقِ

    დამიბრუნეთ იგი მე! შემდეგ მოეფერა ცხენებს მუხლებსა და ყელზე.

    38:33
  5. وَلَقَدْ فَتَنَّا سُلَيْمَانَ وَأَلْقَيْنَا عَلَىٰ كُرْسِيِّهِ جَسَدًا ثُمَّ أَنَابَ

    და ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ სულეიმანი და დავაგდეთ თავის ტახტზე გვამი, მერე მოინანია.

    38:34
  6. قَالَ رَبِّ اغْفِرْ لِي وَهَبْ لِي مُلْكًا لَا يَنْبَغِي لِأَحَدٍ مِنْ بَعْدِي ۖ إِنَّكَ أَنْتَ الْوَهَّابُ

    შეევედრა: ღმერთო ჩემო! მომიტევე მე და მიბოძე მეუფება ისეთი, რომელსაც ვერავინ მიაღწევს ჩემს შემდგომ. უეჭველად, შენ ხარ მომმადლებელი (მომნიჭებელი)!

    38:35
  7. فَسَخَّرْنَا لَهُ الرِّيحَ تَجْرِي بِأَمْرِهِ رُخَاءً حَيْثُ أَصَابَ

    მაშინ დავუმორჩილეთ ქარი. დაქროდა მისი ბრძანებით ნაზად, საითკენაც ისურვებდა.

    38:36
  8. وَالشَّيَاطِينَ كُلَّ بَنَّاءٍ وَغَوَّاصٍ

    და ეშმაკები – ყველა მშენებელი და მყვინთავი

    38:37
  9. وَآخَرِينَ مُقَرَّنِينَ فِي الْأَصْفَادِ

    და სხვანი, გადაბმულნი ბორკილებით.

    38:38
  10. هَٰذَا عَطَاؤُنَا فَامْنُنْ أَوْ أَمْسِكْ بِغَيْرِ حِسَابٍ

    ესაა ჩვენი გამოულევი სიკეთე. მაშ, უანგაროდ მიეცი ან შეაკავე, ინებებ ვისაც.

    38:39
  11. وَإِنَّ لَهُ عِنْدَنَا لَزُلْفَىٰ وَحُسْنَ مَآبٍ

    უეჭველად, მისთვის ჩვენს წიაღ, სიახლოვეა და საუკეთესო თავშესაფარი.

    38:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე