სურა 38 სადი, აიათი 24 – 25
-
قَالَ لَقَدْ ظَلَمَكَ بِسُؤَالِ نَعْجَتِكَ إِلَىٰ نِعَاجِهِ ۖ وَإِنَّ كَثِيرًا مِنَ الْخُلَطَاءِ لَيَبْغِي بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ إِلَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَقَلِيلٌ مَا هُمْ ۗ وَظَنَّ دَاوُودُ أَنَّمَا فَتَنَّاهُ فَاسْتَغْفَرَ رَبَّهُ وَخَرَّ رَاكِعًا وَأَنَابَ ۩
უთხრა: ვფიცავ, უსამართლოდ მოგექცა, როცა მოიწადინა შენი ცხვრის დამატება მის ცხვრებზე. და უეჭველად, მრავალი მოზიარეთაგან, უსამართლოდ ექცევა ერთმანეთს, გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მაგრამ ასეთნი ცოტა არიან. დავუდი მიხვდა, რომ გამოცდა მოვუწყვეთ მას. ამრიგად შესთხოვა თავის ღმერთს, დაემხო სეჯდეზე და მოიქცა.
38:24 -
فَغَفَرْنَا لَهُ ذَٰلِكَ ۖ وَإِنَّ لَهُ عِنْدَنَا لَزُلْفَىٰ وَحُسْنَ مَآبٍ
მივუტევეთ მას ეს. უეჭველად, მისთვის ჩვენს წიაღ სიახლოვეა და საუკეთესო თავშესაფარი.
38:25
თარგმანი: რეზო მიქელაძე