სურა 38 სადი, აიათი 21 – 24

  1. وَهَلْ أَتَاكَ نَبَأُ الْخَصْمِ إِذْ تَسَوَّرُوا الْمِحْرَابَ

    მოვიდა შენთან ამბავი მოდავეთა. აკი, მიცოცავდნენ სამლოცველოს გალავანზე?

    38:21
  2. إِذْ دَخَلُوا عَلَىٰ دَاوُودَ فَفَزِعَ مِنْهُمْ ۖ قَالُوا لَا تَخَفْ ۖ خَصْمَانِ بَغَىٰ بَعْضُنَا عَلَىٰ بَعْضٍ فَاحْكُمْ بَيْنَنَا بِالْحَقِّ وَلَا تُشْطِطْ وَاهْدِنَا إِلَىٰ سَوَاءِ الصِّرَاطِ

    აკი, შევიდნენ დავუდთან, მაშინ შეკრთა მათგან. უთხრეს: „ნუ გეშინია, ჩვენ ორი მოდავე ვართ. უსამართლოდ მოვექეცით ერთმანეთს. დაე, განსაჯე ჩვენს შორის სამართლიანად. და არ გადახვიდე ზღვარს და სწორ გზას დაგვადგინე.

    38:22
  3. إِنَّ هَٰذَا أَخِي لَهُ تِسْعٌ وَتِسْعُونَ نَعْجَةً وَلِيَ نَعْجَةٌ وَاحِدَةٌ فَقَالَ أَكْفِلْنِيهَا وَعَزَّنِي فِي الْخِطَابِ

    უეჭველად, ეს ჩემი ძმაა, მას ჰყავს ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი, მე კი მხოლოდ ერთი ცხვარი. მან მითხრა: „დამითმე იგი მე!“ და დამჩაგრა მეტყველებით“.

    38:23
  4. قَالَ لَقَدْ ظَلَمَكَ بِسُؤَالِ نَعْجَتِكَ إِلَىٰ نِعَاجِهِ ۖ وَإِنَّ كَثِيرًا مِنَ الْخُلَطَاءِ لَيَبْغِي بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ إِلَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَقَلِيلٌ مَا هُمْ ۗ وَظَنَّ دَاوُودُ أَنَّمَا فَتَنَّاهُ فَاسْتَغْفَرَ رَبَّهُ وَخَرَّ رَاكِعًا وَأَنَابَ ۩

    უთხრა: ვფიცავ, უსამართლოდ მოგექცა, როცა მოიწადინა შენი ცხვრის დამატება მის ცხვრებზე. და უეჭველად, მრავალი მოზიარეთაგან, უსამართლოდ ექცევა ერთმანეთს, გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მაგრამ ასეთნი ცოტა არიან. დავუდი მიხვდა, რომ გამოცდა მოვუწყვეთ მას. ამრიგად შესთხოვა თავის ღმერთს, დაემხო სეჯდეზე და მოიქცა.

    38:24

თარგმანი: რეზო მიქელაძე