სურა 38 სადი, აიათი 11 – 15

  1. جُنْدٌ مَا هُنَالِكَ مَهْزُومٌ مِنَ الْأَحْزَابِ

    ისინი სხვადასხვა ჯგუფებისგან შექმნილი ლაშქარია, რომელიც სწორედ აქ იქნება დამარცხებული.

    38:11
  2. كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍ وَعَادٌ وَفِرْعَوْنُ ذُو الْأَوْتَادِ

    ცრუდ შერაცხეს მათ უწინ ნუჰის ხალხმა, ადიელებმა და პირამიდების პატრონმა ფარაონმა.

    38:12
  3. وَثَمُودُ وَقَوْمُ لُوطٍ وَأَصْحَابُ الْأَيْكَةِ ۚ أُولَٰئِكَ الْأَحْزَابُ

    სემუდეველებმა, ხალხმა ლუტის და ეიქეს ბინადართ. სწორედ ესენი არიან ჯგუფები.

    38:13
  4. إِنْ كُلٌّ إِلَّا كَذَّبَ الرُّسُلَ فَحَقَّ عِقَابِ

    თითოეულმა ცრუდ შერაცხეს შუამავალნი. სწორედ, რომ დამსახურებულად ეწიათ ჩემი სასჯელი.

    38:14
  5. وَمَا يَنْظُرُ هَٰؤُلَاءِ إِلَّا صَيْحَةً وَاحِدَةً مَا لَهَا مِنْ فَوَاقٍ

    და არაფერს უცდიან ისინი, თუ არა ერთ საშინელ ხმას, რომელსაც არ უწერია გადავადება.

    38:15

თარგმანი: რეზო მიქელაძე