სურა 38 სადი, აიათი 1 – 7
-
ص ۚ وَالْقُرْآنِ ذِي الذِّكْرِ
სად. ვფიცავ, შეგონებით აღსავსე ყურანს!
38:1 -
بَلِ الَّذِينَ كَفَرُوا فِي عِزَّةٍ وَشِقَاقٍ
არამც და არამც! რომელთაც უარყვეს ყოყოჩობასა და განხეთქილებაში იმყოფებიან.
38:2 -
كَمْ أَهْلَكْنَا مِنْ قَبْلِهِمْ مِنْ قَرْنٍ فَنَادَوْا وَلَاتَ حِينَ مَنَاصٍ
რამდენი თაობა გავანადგურეთ მაგათ უწინ! მაშინ მოთქვეს, მაგრამ გადარჩენის დრო დაგვიანებული იყო.
38:3 -
وَعَجِبُوا أَنْ جَاءَهُمْ مُنْذِرٌ مِنْهُمْ ۖ وَقَالَ الْكَافِرُونَ هَٰذَا سَاحِرٌ كَذَّابٌ
გაოცდნენ, რომ მოევლინათ შემგონებელი მათივე წიაღიდან და თქვეს ურწმუნოებმა: „ეს ცრუ ჯადოქარია“.
38:4 -
أَجَعَلَ الْآلِهَةَ إِلَٰهًا وَاحِدًا ۖ إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ عُجَابٌ
განა ღვთაებები, ერთ ღვთაებად დაადგინა? უეჭველად, ეს საოცრებაა.
38:5 -
وَانْطَلَقَ الْمَلَأُ مِنْهُمْ أَنِ امْشُوا وَاصْبِرُوا عَلَىٰ آلِهَتِكُمْ ۖ إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ يُرَادُ
გამოვარდნენ დიდებულნი მათგან: „წადით და მოთმინებით ეთაყვანეთ თქვენს ღვთაებებს. უეჭველად, ეს სავალდებულოა.
38:6 -
مَا سَمِعْنَا بِهَٰذَا فِي الْمِلَّةِ الْآخِرَةِ إِنْ هَٰذَا إِلَّا اخْتِلَاقٌ
არ გვსმენია ამისთანა სხვა სჯულებში. სხვა არაფერია ეს, თუ არა მონაჩმახი.
38:7
თარგმანი: რეზო მიქელაძე