სურა 37 საფფათი, აიათი 142 – 147
-
فَالْتَقَمَهُ الْحُوتُ وَهُوَ مُلِيمٌ
სინანულში ჩავარდნილი, თევზმა გადაყლაპა იგი.
37:142 -
فَلَوْلَا أَنَّهُ كَانَ مِنَ الْمُسَبِّحِينَ
და რომ არ ყოფილიყო იგი ღვთისმსახურთაგანი,
37:143 -
لَلَبِثَ فِي بَطْنِهِ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ
უთუოდ, დარჩებოდა მის მუცელში იმ დღემდე, ვიდრე აღსდგებოდნენ.
37:144 -
فَنَبَذْنَاهُ بِالْعَرَاءِ وَهُوَ سَقِيمٌ
მერე გამოვიყვანეთ იგი ბიც ადგილას დასნეულებული.
37:145 -
وَأَنْبَتْنَا عَلَيْهِ شَجَرَةً مِنْ يَقْطِينٍ
და აღმოვაცენეთ მასთან ხე იეყტვინისა.
37:146 -
وَأَرْسَلْنَاهُ إِلَىٰ مِائَةِ أَلْفٍ أَوْ يَزِيدُونَ
და წარვგზავნეთ იგი ასი ათასთან ან შეიძლება ამაზე მეტთან.
37:147
თარგმანი: რეზო მიქელაძე