სურა 37 საფფათი, აიათი 105 – 131
-
قَدْ صَدَّقْتَ الرُّؤْيَا ۚ إِنَّا كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ
„უთუოდ, ერთგულება გამოიჩინე სიზმართან მიმართებაში“. უეჭველად, ჩვენ ასე მივუზღავთ კეთილის მქმნელთ!
37:105 -
إِنَّ هَٰذَا لَهُوَ الْبَلَاءُ الْمُبِينُ
უეჭველად, ეს ცხადი გამოცდაა!
37:106 -
وَفَدَيْنَاهُ بِذِبْحٍ عَظِيمٍ
და გამოსასყიდად ვუბოძეთ მას უდიდესი შესაწირი.
37:107 -
وَتَرَكْنَا عَلَيْهِ فِي الْآخِرِينَ
და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.
37:108 -
سَلَامٌ عَلَىٰ إِبْرَاهِيمَ
სალამი იყოს იბრაჰიმსა ზედა!
37:109 -
كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ
სწორედ ასე მივუზღავთ სიკეთის მქმნელთ!
37:110 -
إِنَّهُ مِنْ عِبَادِنَا الْمُؤْمِنِينَ
უეჭველად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო.
37:111 -
وَبَشَّرْنَاهُ بِإِسْحَاقَ نَبِيًّا مِنَ الصَّالِحِينَ
და ჩვენ გავახარეთ იგი ისჰაყით, შუამავლად კეთილისმქნელთაგან.
37:112 -
وَبَارَكْنَا عَلَيْهِ وَعَلَىٰ إِسْحَاقَ ۚ وَمِنْ ذُرِّيَّتِهِمَا مُحْسِنٌ وَظَالِمٌ لِنَفْسِهِ مُبِينٌ
და გარდმოვსხით მადლი მასზე და ისჰაყზე. მათ შთამომავალთა შორისაა კეთილისმქმნელი და საკუთარი თავისადმი აშკარა უსამართლო.
37:113 -
وَلَقَدْ مَنَنَّا عَلَىٰ مُوسَىٰ وَهَارُونَ
და ვფიცავ, ჩვენ წყალობა მოვავლინეთ მუსასა და ჰარუნსა ზედა!
37:114 -
وَنَجَّيْنَاهُمَا وَقَوْمَهُمَا مِنَ الْكَرْبِ الْعَظِيمِ
და ჩვენ გადავარჩინეთ ორივე და მათი ხალხიც უდიდესი განსაცდელისგან.
37:115 -
وَنَصَرْنَاهُمْ فَكَانُوا هُمُ الْغَالِبِينَ
თანაც შევეწიეთ მათ, რომ ყოფილიყვნენ ისინი გამარჯვებულნი!
37:116 -
وَآتَيْنَاهُمَا الْكِتَابَ الْمُسْتَبِينَ
და ვუბოძეთ მათ იგი წიგნი ცხადმყოფი!
37:117 -
وَهَدَيْنَاهُمَا الصِّرَاطَ الْمُسْتَقِيمَ
და დავადგინეთ სწორ გზაზე!
37:118 -
وَتَرَكْنَا عَلَيْهِمَا فِي الْآخِرِينَ
და დავტოვეთ სახელი მათი მომდევნო თაობებში!
37:119 -
سَلَامٌ عَلَىٰ مُوسَىٰ وَهَارُونَ
სალამი იყოს მუსასა და ჰარუნსა ზედა!
37:120 -
إِنَّا كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ
უეჭველად, ჩვენ ასე მივუზღავთ სიკეთისმქმნელთ!
37:121 -
إِنَّهُمَا مِنْ عِبَادِنَا الْمُؤْمِنِينَ
უეჭველად, ისინი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყვნენ.
37:122 -
وَإِنَّ إِلْيَاسَ لَمِنَ الْمُرْسَلِينَ
და უეჭველად, ილიასიც ერთ-ერთი შუამავალი იყო.
37:123 -
إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ أَلَا تَتَّقُونَ
აკი, უთხრა თავის ხალხს: „განა არ გაფრთხილდებით?
37:124 -
أَتَدْعُونَ بَعْلًا وَتَذَرُونَ أَحْسَنَ الْخَالِقِينَ
განა მოუხმობთ ბეღლს და თავს ანებებთ საუკეთესო გამჩენს
37:125 -
اللَّهَ رَبَّكُمْ وَرَبَّ آبَائِكُمُ الْأَوَّلِينَ
ალლაჰს, თქვენს ღმერთს და თქვენი წინაპრების ღმერთს?“
37:126 -
فَكَذَّبُوهُ فَإِنَّهُمْ لَمُحْضَرُونَ
მაგრამ ცრუდ შერაცხეს იგი, ამიტომაც გარეკილნი იქნებიან (ჯოჯხეთში),
37:127 -
إِلَّا عِبَادَ اللَّهِ الْمُخْلَصِينَ
გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა!
37:128 -
وَتَرَكْنَا عَلَيْهِ فِي الْآخِرِينَ
და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.
37:129 -
سَلَامٌ عَلَىٰ إِلْ يَاسِينَ
სალამი ილიასსა და მის მიმდევართა ზედა!
37:130 -
إِنَّا كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ
სწორედ ასე მივუზღავთ კეთილისმქმნელთ!
37:131
თარგმანი: რეზო მიქელაძე