სურა 37 საფფათი, აიათი 100 – 108

  1. رَبِّ هَبْ لِي مِنَ الصَّالِحِينَ

    ღმერთო ჩემო, მიბოძე მე კეთილთაგან!

    37:100
  2. فَبَشَّرْنَاهُ بِغُلَامٍ حَلِيمٍ

    სწორედ მაშინ ვახარეთ მას ძე მორჩილი.

    37:101
  3. فَلَمَّا بَلَغَ مَعَهُ السَّعْيَ قَالَ يَا بُنَيَّ إِنِّي أَرَىٰ فِي الْمَنَامِ أَنِّي أَذْبَحُكَ فَانْظُرْ مَاذَا تَرَىٰ ۚ قَالَ يَا أَبَتِ افْعَلْ مَا تُؤْمَرُ ۖ سَتَجِدُنِي إِنْ شَاءَ اللَّهُ مِنَ الصَّابِرِينَ

    როცა მიაღწია მასთან ერთად სეირნობის ასაკს, უთხრა: „შვილო ჩემო, უეჭველად, სიზმარში ვიხილე, რომ მსხვერპლად გწირავდი. მაშ, გაიაზრე, აბა რას ჭვრეტ?“ მიუგო: „მამაჩემო! ჰქმენ რაც გებრძანა. მე მიხილავ მომთმენთაგან თუ იქნება ნება ალლაჰისა!“

    37:102
  4. فَلَمَّا أَسْلَمَا وَتَلَّهُ لِلْجَبِينِ

    როცა ორივე დამორჩილდა და მას შუბლი დაადებინა ძირს,

    37:103
  5. وَنَادَيْنَاهُ أَنْ يَا إِبْرَاهِيمُ

    მაშინ ვუხმეთ: ჰეი, იბრაჰიმ!

    37:104
  6. قَدْ صَدَّقْتَ الرُّؤْيَا ۚ إِنَّا كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ

    „უთუოდ, ერთგულება გამოიჩინე სიზმართან მიმართებაში“. უეჭველად, ჩვენ ასე მივუზღავთ კეთილის მქმნელთ!

    37:105
  7. إِنَّ هَٰذَا لَهُوَ الْبَلَاءُ الْمُبِينُ

    უეჭველად, ეს ცხადი გამოცდაა!

    37:106
  8. وَفَدَيْنَاهُ بِذِبْحٍ عَظِيمٍ

    და გამოსასყიდად ვუბოძეთ მას უდიდესი შესაწირი.

    37:107
  9. وَتَرَكْنَا عَلَيْهِ فِي الْآخِرِينَ

    და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.

    37:108

თარგმანი: რეზო მიქელაძე