სურა 35 ფატირი
-
إِنَّ اللَّهَ يُمْسِكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ أَنْ تَزُولَا ۚ وَلَئِنْ زَالَتَا إِنْ أَمْسَكَهُمَا مِنْ أَحَدٍ مِنْ بَعْدِهِ ۚ إِنَّهُ كَانَ حَلِيمًا غَفُورًا
უეჭველად, რომ არ მოისპოს ცანი და მიწა, ალლაჰი იცავს. და თუ დაიძრებიან, ვერღა შეაკავებს მის გარდა ვერავინ. უეჭველად, იგი შემწყნარებელია, შემნდობია!
35:41 -
وَأَقْسَمُوا بِاللَّهِ جَهْدَ أَيْمَانِهِمْ لَئِنْ جَاءَهُمْ نَذِيرٌ لَيَكُونُنَّ أَهْدَىٰ مِنْ إِحْدَى الْأُمَمِ ۖ فَلَمَّا جَاءَهُمْ نَذِيرٌ مَا زَادَهُمْ إِلَّا نُفُورًا
და დაიფიცეს ალლაჰის წინაშე უმტკიცესი ფიცით, თუკი მივიდოდა მათთან შემგონებელი, უთუოდ, დაადგებოდნენ ისინი სწორ გზას სხვა თემებამდე. და როცა მივიდა მათთან შემგონებელი, არაფერი შეჰმატა, გარდა სიძულვილისა,
35:42 -
اسْتِكْبَارًا فِي الْأَرْضِ وَمَكْرَ السَّيِّئِ ۚ وَلَا يَحِيقُ الْمَكْرُ السَّيِّئُ إِلَّا بِأَهْلِهِ ۚ فَهَلْ يَنْظُرُونَ إِلَّا سُنَّتَ الْأَوَّلِينَ ۚ فَلَنْ تَجِدَ لِسُنَّتِ اللَّهِ تَبْدِيلًا ۖ وَلَنْ تَجِدَ لِسُنَّتِ اللَّهِ تَحْوِيلًا
გამედიდურება ქვეყანაზე და საშინელი მზაკვრობისა. და არავის შემოეხვევა საშინელი მზაკვრობა, გარდა მზაკვრისა. მაშ, ნუთუ ელოდნენ, გარდა აწ გარდასულთა კანონისა? და ვერ ჰპოვებ ალლაჰის კანონში ცვლილებას და ვერ ჰპოვებ ალლაჰის კანონში გადაცდენას!
35:43 -
أَوَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ وَكَانُوا أَشَدَّ مِنْهُمْ قُوَّةً ۚ وَمَا كَانَ اللَّهُ لِيُعْجِزَهُ مِنْ شَيْءٍ فِي السَّمَاوَاتِ وَلَا فِي الْأَرْضِ ۚ إِنَّهُ كَانَ عَلِيمًا قَدِيرًا
ნუთუ არ უმოგზაურიათ მათ ქვეყანაზე და არ უნახავთ როგორი იყო აღსასრული მათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ? ისინი მათზე ძლიერნი იყვნენ, მაგრამ არავინაა არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, რომ ალლაჰის დაუძლურება შეძლოს. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლეა!
35:44 -
وَلَوْ يُؤَاخِذُ اللَّهُ النَّاسَ بِمَا كَسَبُوا مَا تَرَكَ عَلَىٰ ظَهْرِهَا مِنْ دَابَّةٍ وَلَٰكِنْ يُؤَخِّرُهُمْ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ۖ فَإِذَا جَاءَ أَجَلُهُمْ فَإِنَّ اللَّهَ كَانَ بِعِبَادِهِ بَصِيرًا
ალლაჰს ხალხი რომ დაესაჯა იმისათვის, რაც მოიხვეჭეს, არ დარჩებოდა მის ზურგზე არც ერთი ცოცხალი, მაგრამ გადაუვადებს მათ დადგენილ ვადამდე. ბოლოს, როცა მათი ვადა დადგება, უეჭველად, ალლაჰი ხედავს მსახურთა თვისსა!
35:45
თარგმანი: რეზო მიქელაძე