სურა 35 ფატირი

  1. وَلَا الظِّلُّ وَلَا الْحَرُورُ

    და არც ჩრდილი და პაპანაქება.

    35:21
  2. وَمَا يَسْتَوِي الْأَحْيَاءُ وَلَا الْأَمْوَاتُ ۚ إِنَّ اللَّهَ يُسْمِعُ مَنْ يَشَاءُ ۖ وَمَا أَنْتَ بِمُسْمِعٍ مَنْ فِي الْقُبُورِ

    და არ არიან თანასწორნი ცოცხლები და მკვდრები. უეჭველად, ალლაჰი შეასმენს ჭეშმარიტებას, ინებებს ვისაც და შენ ვერ შეძლებ გააგონო იმათ, ვინც სამარეშია!

    35:22
  3. إِنْ أَنْتَ إِلَّا نَذِيرٌ

    შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ!

    35:23
  4. إِنَّا أَرْسَلْنَاكَ بِالْحَقِّ بَشِيرًا وَنَذِيرًا ۚ وَإِنْ مِنْ أُمَّةٍ إِلَّا خَلَا فِيهَا نَذِيرٌ

    უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ ჭეშმარიტებითურთ მახარობლად და შემგონებლად; არ არს თემი, რომ არ ყოფილიყო იქ შემგონებელი!

    35:24
  5. وَإِنْ يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كَذَّبَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ جَاءَتْهُمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ وَبِالزُّبُرِ وَبِالْكِتَابِ الْمُنِيرِ

    და თუ ცრუდ შეგრაცხავენ შენ, მათ უწინაც ხომ ცრუდ შერაცხეს. მიდიოდნენ მათთან შუამავალნი მათი წიაღიდან აშკარა მტკიცებულებებით, წერილებით და მანათობელი წიგნით.

    35:25
  6. ثُمَّ أَخَذْتُ الَّذِينَ كَفَرُوا ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ

    მერე შევიპყარით, რომელთაც უარყვეს. მაშ, როგორი იყო ჩემი რისხვა!...

    35:26
  7. أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ أَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَخْرَجْنَا بِهِ ثَمَرَاتٍ مُخْتَلِفًا أَلْوَانُهَا ۚ وَمِنَ الْجِبَالِ جُدَدٌ بِيضٌ وَحُمْرٌ مُخْتَلِفٌ أَلْوَانُهَا وَغَرَابِيبُ سُودٌ

    ნუთუ ვერ ხედავ, როგორ გარდმოავლენს ალლაჰი ზეციდან წყალს, რომლის მეშვეობით ჩვენ აღმოვაცენებთ სხვადასხვა ფერის ნაყოფს. მთებშიც არის ბილიკები სხვადასხვაგვარი: თეთრი, წითელი და სრულიად შავი.

    35:27
  8. وَمِنَ النَّاسِ وَالدَّوَابِّ وَالْأَنْعَامِ مُخْتَلِفٌ أَلْوَانُهُ كَذَٰلِكَ ۗ إِنَّمَا يَخْشَى اللَّهَ مِنْ عِبَادِهِ الْعُلَمَاءُ ۗ إِنَّ اللَّهَ عَزِيزٌ غَفُورٌ

    ადამიანები, ცხოველები და სხვა სულიერები სხვადასხვა ფერის არსებობს. ეშინიათ ალლაჰის მის მსახურთაგან ცოდნის მქონეთ. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, შემნდობია!

    35:28
  9. إِنَّ الَّذِينَ يَتْلُونَ كِتَابَ اللَّهِ وَأَقَامُوا الصَّلَاةَ وَأَنْفَقُوا مِمَّا رَزَقْنَاهُمْ سِرًّا وَعَلَانِيَةً يَرْجُونَ تِجَارَةً لَنْ تَبُورَ

    უეჭველად, რომელნიც კითხულობენ ალლაჰის წიგნს და აღავლენენ ჭეშმარიტად ლოცვას და გაიღებენ იმისგან, რაც ვუბოძეთ, ფარულად თუ ცხადად, იმედი აქვთ გარიგების, რომელიც არ იქნება ამაო.

    35:29
  10. لِيُوَفِّيَهُمْ أُجُورَهُمْ وَيَزِيدَهُمْ مِنْ فَضْلِهِ ۚ إِنَّهُ غَفُورٌ شَكُورٌ

    რათა მიაგოს მათ თავიანთი საზღაური და შეჰმატოს მათ თავის წყალობიდან. უეჭველად, იგი შემნდობია, მადლობის შემსმენია!

    35:30
  11. وَالَّذِي أَوْحَيْنَا إِلَيْكَ مِنَ الْكِتَابِ هُوَ الْحَقُّ مُصَدِّقًا لِمَا بَيْنَ يَدَيْهِ ۗ إِنَّ اللَّهَ بِعِبَادِهِ لَخَبِيرٌ بَصِيرٌ

    და რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ ღვთიურ წიგნთაგან, ჭეშმარიტებაა იგი, დასტურად წინათ არსებულისა. უეჭველად, ალლაჰი ყველაფერს უწყის და ხედავს თავის მსახურთაგან!

    35:31
  12. ثُمَّ أَوْرَثْنَا الْكِتَابَ الَّذِينَ اصْطَفَيْنَا مِنْ عِبَادِنَا ۖ فَمِنْهُمْ ظَالِمٌ لِنَفْسِهِ وَمِنْهُمْ مُقْتَصِدٌ وَمِنْهُمْ سَابِقٌ بِالْخَيْرَاتِ بِإِذْنِ اللَّهِ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْفَضْلُ الْكَبِيرُ

    შემდგომ ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი წიგნი მათ, რომელნიც ავირჩიეთ ჩვენ მსახურთაგან: მათგანაა უსამართლო თავისი სულისადმი, მათგანაა ზომიერნიც და მსწრაფველი სიკეთის ქმნაში, ნებითა ალლაჰითა. სწორედ ესაა დიდი წყალობა!

    35:32
  13. جَنَّاتُ عَدْنٍ يَدْخُلُونَهَا يُحَلَّوْنَ فِيهَا مِنْ أَسَاوِرَ مِنْ ذَهَبٍ وَلُؤْلُؤًا ۖ وَلِبَاسُهُمْ فِيهَا حَرِيرٌ

    ისინი, მარადიულ ბაღებში შევლენ, სადაც შემკულნი იქნებიან ოქროს სამაჯურებით, მარგალიტებით და აბრეშუმის სამოსით.

    35:33
  14. وَقَالُوا الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي أَذْهَبَ عَنَّا الْحَزَنَ ۖ إِنَّ رَبَّنَا لَغَفُورٌ شَكُورٌ

    და იტყვიან: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, რომელმაც წუხილი გვაშორა! უეჭველად, ჩვენი ღმერთი შემნდობია, მადლობის შემსმენია!

    35:34
  15. الَّذِي أَحَلَّنَا دَارَ الْمُقَامَةِ مِنْ فَضْلِهِ لَا يَمَسُّنَا فِيهَا نَصَبٌ وَلَا يَمَسُّنَا فِيهَا لُغُوبٌ

    რომელმაც დაგვამკვიდრა თავისი წყალობით წარუვალ სავანეში, სადაც არ შეგვეხება არც დაღლა და არც მობეზრება“.

    35:35
  16. وَالَّذِينَ كَفَرُوا لَهُمْ نَارُ جَهَنَّمَ لَا يُقْضَىٰ عَلَيْهِمْ فَيَمُوتُوا وَلَا يُخَفَّفُ عَنْهُمْ مِنْ عَذَابِهَا ۚ كَذَٰلِكَ نَجْزِي كُلَّ كَفُورٍ

    ხოლო რომელთაც უარყვეს, მათთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი. და არ იქნება განჩინება, რომ მოკვდნენ ან შეუმსუბუქდეთ სასჯელი. ასე მივუზღავთ ყველა უმადურს!

    35:36
  17. وَهُمْ يَصْطَرِخُونَ فِيهَا رَبَّنَا أَخْرِجْنَا نَعْمَلْ صَالِحًا غَيْرَ الَّذِي كُنَّا نَعْمَلُ ۚ أَوَلَمْ نُعَمِّرْكُمْ مَا يَتَذَكَّرُ فِيهِ مَنْ تَذَكَّرَ وَجَاءَكُمُ النَّذِيرُ ۖ فَذُوقُوا فَمَا لِلظَّالِمِينَ مِنْ نَصِيرٍ

    და მოთქვამენ: „ღმერთო ჩვენო! გამოგვიყვანე აქედან და ვიქმთ სიკეთეს და არღა ვიქმთ, რასაც ვაკეთებდით“. განა თქვენთვის არ გვიბოძებია საკმაო სიცოცხლე იმისათვის, რომ შეგეგონებინათ იმათ მსგავსად, ვინც შეიგონა? და თანაც თქვენთან შემგონებელი მოვიდა. მაშ, იგემეთ, რამეთუ არ ჰყავთ უსამართლოებს მეოხე!

    35:37
  18. إِنَّ اللَّهَ عَالِمُ غَيْبِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ إِنَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ

    უეჭველად, ალლაჰი მცოდნეა ცათა და მიწის დაფარულის. უეჭველად, იგი უწყის, რაც არის გულებში!

    35:38
  19. هُوَ الَّذِي جَعَلَكُمْ خَلَائِفَ فِي الْأَرْضِ ۚ فَمَنْ كَفَرَ فَعَلَيْهِ كُفْرُهُ ۖ وَلَا يَزِيدُ الْكَافِرِينَ كُفْرُهُمْ عِنْدَ رَبِّهِمْ إِلَّا مَقْتًا ۖ وَلَا يَزِيدُ الْكَافِرِينَ كُفْرُهُمْ إِلَّا خَسَارًا

    იგია, რომელმაც დაგადგინათ დედამიწაზე მემკვიდრეებად. მაშ, ვინც უარყო, თავისივე ურწმუნოება მის წინააღმდეგაა. და არაფერს შეჰმატებს ურჯულოება ურწმუნოებს მათი ღმერთის წინაშე, გარდა სასჯელის მომატებისა. და არაფერს შეჰმატებს ურჯულოება ურწმუნოებს, გარდა ზიანისა!

    35:39
  20. قُلْ أَرَأَيْتُمْ شُرَكَاءَكُمُ الَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ أَرُونِي مَاذَا خَلَقُوا مِنَ الْأَرْضِ أَمْ لَهُمْ شِرْكٌ فِي السَّمَاوَاتِ أَمْ آتَيْنَاهُمْ كِتَابًا فَهُمْ عَلَىٰ بَيِّنَتٍ مِنْهُ ۚ بَلْ إِنْ يَعِدُ الظَّالِمُونَ بَعْضُهُمْ بَعْضًا إِلَّا غُرُورًا

    უთხარი: შეხედეთ ერთი თქვენს მოზიარენს, რომლებსაც მოუხმობთ ალლაჰის მაგიერ! მაჩვენეთ მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ? თუ მათთვის ერთგვარი წილხვედრაა ცათა? თუ ვუბოძეთ მათ წიგნი, და უკვე ცხად მტკიცებებს ემყარებიან? არა! უსამართლონი არაფერს აღუთქვამენ ერთურთს, გარდა სიცრუისა!

    35:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე