სურა 33 აჰზაბი, აიათი 28 – 34
-
يَا أَيُّهَا النَّبِيُّ قُلْ لِأَزْوَاجِكَ إِنْ كُنْتُنَّ تُرِدْنَ الْحَيَاةَ الدُّنْيَا وَزِينَتَهَا فَتَعَالَيْنَ أُمَتِّعْكُنَّ وَأُسَرِّحْكُنَّ سَرَاحًا جَمِيلًا
ჰეი, შუამავალო! უთხარი შენს ცოლებს: თუ გსურთ ამქვეყნიური ცხოვრება და სამშვენისები მისი, მაშ, მოდით, მოგცემ განქორწინების საფასურს და მშვენივრად გაგიშვებთ!
33:28 -
وَإِنْ كُنْتُنَّ تُرِدْنَ اللَّهَ وَرَسُولَهُ وَالدَّارَ الْآخِرَةَ فَإِنَّ اللَّهَ أَعَدَّ لِلْمُحْسِنَاتِ مِنْكُنَّ أَجْرًا عَظِيمًا
და თუ თქვენ ირჩევთ ალლაჰს, მის შუამავალს და უკანასკნელ დღეს, უეჭველად, ალლაჰმა თქვენგან კეთილისმქმნელთათვის მზადჰყო საზღაური დიადი!
33:29 -
يَا نِسَاءَ النَّبِيِّ مَنْ يَأْتِ مِنْكُنَّ بِفَاحِشَةٍ مُبَيِّنَةٍ يُضَاعَفْ لَهَا الْعَذَابُ ضِعْفَيْنِ ۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرًا
ჰეი, შუამავლის ცოლებო! თუ რომელიმე თქვენგანი ჩაიდენს აშკარა სიბილწეს, მისი სასჯელი გაორმაგდება! ეს ალლაჰისთვის იოლია.
33:30 -
وَمَنْ يَقْنُتْ مِنْكُنَّ لِلَّهِ وَرَسُولِهِ وَتَعْمَلْ صَالِحًا نُؤْتِهَا أَجْرَهَا مَرَّتَيْنِ وَأَعْتَدْنَا لَهَا رِزْقًا كَرِيمًا
და თქვენგან ის, ვინც მორჩილი იქნება ალლაჰის და მისი შუამავალის, და იქმს სიკეთეს, მივაგებთ მას თავის საზღაურს ორმაგს და გავამზადეთ მისთვის საუკეთესო სარჩო!
33:31 -
يَا نِسَاءَ النَّبِيِّ لَسْتُنَّ كَأَحَدٍ مِنَ النِّسَاءِ ۚ إِنِ اتَّقَيْتُنَّ فَلَا تَخْضَعْنَ بِالْقَوْلِ فَيَطْمَعَ الَّذِي فِي قَلْبِهِ مَرَضٌ وَقُلْنَ قَوْلًا مَعْرُوفًا
ჰეი, შუამავლის ცოლებო! თქვენ არა ხართ სხვა ნებისმიერი ქალის დარი. თუკი თქვენ ძრწოლა გაქვთ, ნუ გამოაჩენთ ალერსიანობას საუბარში, რომ არ განიზრახოს თქვენი ნდომა იმან, ვისი გულიც დასნეულებულია, და ისაუბრეთ თავდაჭერილად!
33:32 -
وَقَرْنَ فِي بُيُوتِكُنَّ وَلَا تَبَرَّجْنَ تَبَرُّجَ الْجَاهِلِيَّةِ الْأُولَىٰ ۖ وَأَقِمْنَ الصَّلَاةَ وَآتِينَ الزَّكَاةَ وَأَطِعْنَ اللَّهَ وَرَسُولَهُ ۚ إِنَّمَا يُرِيدُ اللَّهُ لِيُذْهِبَ عَنْكُمُ الرِّجْسَ أَهْلَ الْبَيْتِ وَيُطَهِّرَكُمْ تَطْهِيرًا
დარჩით თქვენს სახლებში, და არ გამოიპრანჭოთ ისე, როგორც უვიცობის ხანის გამოპრანჭვა, და აღავლინეთ ლოცვა და გაეცით სავალდებულო მოწყალება და ჰმორჩილებდეთ ალლაჰსა და მის შუამავალს. ჰეი, სახლის ბინადარნო, ალლაჰის ნება თქვენგან სისაძაგლის აცილებაა და უმწიკვლოდ დადგინებაა თქვენი!
33:33 -
وَاذْكُرْنَ مَا يُتْلَىٰ فِي بُيُوتِكُنَّ مِنْ آيَاتِ اللَّهِ وَالْحِكْمَةِ ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ لَطِيفًا خَبِيرًا
და გაიხსენეთ რაც იკითხება თქვენს სახლებში ალლაჰის აიათთაგან და სიბრძნე. უეჭველად, ალლაჰი სიკეთის მომგებია, ყოვლისმცოდნეა!
33:34
თარგმანი: რეზო მიქელაძე