სურა 32 სეჯდე

  1. وَلَنُذِيقَنَّهُمْ مِنَ الْعَذَابِ الْأَدْنَىٰ دُونَ الْعَذَابِ الْأَكْبَرِ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ

    და უთუოდ, რათა ვაწიოთ სასჯელი მცირე, გარეშე დიდი სასჯელისა, ეგების უკუმოიქცნენ!

    32:21
  2. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنْ ذُكِّرَ بِآيَاتِ رَبِّهِ ثُمَّ أَعْرَضَ عَنْهَا ۚ إِنَّا مِنَ الْمُجْرِمِينَ مُنْتَقِمُونَ

    და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს მისი ღმერთის აიათები, მან კი ზურგი აქცია მას? უეჭველად, მივუზღავთ ცოდვილთ!

    32:22
  3. وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ فَلَا تَكُنْ فِي مِرْيَةٍ مِنْ لِقَائِهِ ۖ وَجَعَلْنَاهُ هُدًى لِبَنِي إِسْرَائِيلَ

    და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი, და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ შეხვდები მას. და ჩვენ დავადგინეთ იგი ჭეშმარიტ გზად ისრაილის ძეთათვის!

    32:23
  4. وَجَعَلْنَا مِنْهُمْ أَئِمَّةً يَهْدُونَ بِأَمْرِنَا لَمَّا صَبَرُوا ۖ وَكَانُوا بِآيَاتِنَا يُوقِنُونَ

    და ჩვენ დავადგინეთ მათგან წინამძღოლები. ისინი ჩვენი ბრძანებით ჭეშმარიტ გზაზე ადგენდნენ, რადგან იყვნენ მომთმენნი და მტკიცედ სწამდათ ჩვენი აიათები!

    32:24
  5. إِنَّ رَبَّكَ هُوَ يَفْصِلُ بَيْنَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِيمَا كَانُوا فِيهِ يَخْتَلِفُونَ

    უეჭველად, შენი ღმერთი განსჯის მათ შორის აღდგომის დღეს იმას, რაშიც უთანხმოებდნენ!

    32:25
  6. أَوَلَمْ يَهْدِ لَهُمْ كَمْ أَهْلَكْنَا مِنْ قَبْلِهِمْ مِنَ الْقُرُونِ يَمْشُونَ فِي مَسَاكِنِهِمْ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ ۖ أَفَلَا يَسْمَعُونَ

    ნუთუ არ დააყენა ისინი სწორ გზაზე იმან, რომ ჩვენ მათ უწინ დავღუპეთ მრავალი თაობა, რომელთა სახლებშიც ახლა თვითონ დადიან? უეჭველად, ამაშია სასწაულები. ნუთუ არღა შეისმენენ?

    32:26
  7. أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّا نَسُوقُ الْمَاءَ إِلَى الْأَرْضِ الْجُرُزِ فَنُخْرِجُ بِهِ زَرْعًا تَأْكُلُ مِنْهُ أَنْعَامُهُمْ وَأَنْفُسُهُمْ ۖ أَفَلَا يُبْصِرُونَ

    განა ვერ ხედავენ, რომ გადავსხამთ წყალს მშრალი მიწისკენ და მისი მეშვეობით ამოგვყავს ნათესები, რომლითაც საზრდოობენ თავად და მათი საქონელიც? ნუთუ არღა დაინახავენ?

    32:27
  8. وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَٰذَا الْفَتْحُ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    და ამბობენ: „როდის იქნება ეს განკითხვა, თუ სიმართლეს ამბობთო?“

    32:28
  9. قُلْ يَوْمَ الْفَتْحِ لَا يَنْفَعُ الَّذِينَ كَفَرُوا إِيمَانُهُمْ وَلَا هُمْ يُنْظَرُونَ

    უთხარი: „რომელთაც უარყვეს მათი რწმენა, განკითხვის დღე ვერ წაადგებათ და არც გადაუვადდებათ!“

    32:29
  10. فَأَعْرِضْ عَنْهُمْ وَانْتَظِرْ إِنَّهُمْ مُنْتَظِرُونَ

    მაშ, ზურგი აქციე მათ და დაელოდე! რამეთუ ისინიც ელიან.

    32:30

თარგმანი: რეზო მიქელაძე