სურა 31 ლუყმანი, აიათი 1 – 11

  1. الم

    ელიფ. ლამ. მიმ.

    31:1
  2. تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ الْحَكِيمِ

    სწორედ ესენია საოცრებებით აღსავსე წიგნის აიათები,

    31:2
  3. هُدًى وَرَحْمَةً لِلْمُحْسِنِينَ

    ჭეშმარიტ გზად და წყალობად კეთილისმქმნელთათვის!

    31:3
  4. الَّذِينَ يُقِيمُونَ الصَّلَاةَ وَيُؤْتُونَ الزَّكَاةَ وَهُمْ بِالْآخِرَةِ هُمْ يُوقِنُونَ

    რომელნიც ჭეშმარიტად აღავლენენ ლოცვას და გასცემენ სავალდებულო მოწყალებას, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ საიქიოსი!

    31:4
  5. أُولَٰئِكَ عَلَىٰ هُدًى مِنْ رَبِّهِمْ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ

    ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე თავიანთი ღმერთის მეოხებით და სწორედ ეგენი არიან ნეტარნი!

    31:5
  6. وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَشْتَرِي لَهْوَ الْحَدِيثِ لِيُضِلَّ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَيَتَّخِذَهَا هُزُوًا ۚ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ مُهِينٌ

    და ხალხთაგან, ვინც ყიდულობს ფუჭსიტყვაობას, რათა აცდუნოს ალლაჰის გზიდან, ყოველგვარი ცოდნის გარეშე, თან დაიდგინონ სამასხარაოდ, სწორედ ასეთებისთვისაა გამზადებული სასჯელი დამამცირებელი!

    31:6
  7. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِ آيَاتُنَا وَلَّىٰ مُسْتَكْبِرًا كَأَنْ لَمْ يَسْمَعْهَا كَأَنَّ فِي أُذُنَيْهِ وَقْرًا ۖ فَبَشِّرْهُ بِعَذَابٍ أَلِيمٍ

    და როცა მას ეკითხება ჩვენი აიათები, ზურგს აქცევს მედიდურად, თითქოს ყურებში სიყრუვე ჰქონდეს და ვერ გაეგონოს მისი. მაშ, ამცნე მას სასჯელი მწარე!

    31:7
  8. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَهُمْ جَنَّاتُ النَّعِيمِ

    უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა გამზადებული სამოთხენი ბედნიერებისა!

    31:8
  9. خَالِدِينَ فِيهَا ۖ وَعْدَ اللَّهِ حَقًّا ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    იქ დამკვიდრდებიან მარად, აღთქმა ალლაჰისა ჭეშმარიტებაა. და იგია ძლევამოსილი, ბრძენი!

    31:9
  10. خَلَقَ السَّمَاوَاتِ بِغَيْرِ عَمَدٍ تَرَوْنَهَا ۖ وَأَلْقَىٰ فِي الْأَرْضِ رَوَاسِيَ أَنْ تَمِيدَ بِكُمْ وَبَثَّ فِيهَا مِنْ كُلِّ دَابَّةٍ ۚ وَأَنْزَلْنَا مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَنْبَتْنَا فِيهَا مِنْ كُلِّ زَوْجٍ كَرِيمٍ

    გააჩინა ცანი, როგორც ხედავთ, საყრდენების გარეშე და დაადგინა მიწაზე უზარმაზარი მთები, რომ არ შერყეულიყავით. გაამრავლა და დაასახლა მასზე ყოველნაირი ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით ყველა სახეობის სასარგებლო მცენარეები!

    31:10
  11. هَٰذَا خَلْقُ اللَّهِ فَأَرُونِي مَاذَا خَلَقَ الَّذِينَ مِنْ دُونِهِ ۚ بَلِ الظَّالِمُونَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    აი, ესაა ალლაჰის გაჩენილი! მაშ, დამანახეთ რა გააჩინეს დანარჩენებმა. არა, უსამართლონი ცხად გზააბნევაში არიან!

    31:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე