სურა 2 ბაყარა, აიათი 234 – 235

  1. وَالَّذِينَ يُتَوَفَّوْنَ مِنْكُمْ وَيَذَرُونَ أَزْوَاجًا يَتَرَبَّصْنَ بِأَنْفُسِهِنَّ أَرْبَعَةَ أَشْهُرٍ وَعَشْرًا ۖ فَإِذَا بَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا فَعَلْنَ فِي أَنْفُسِهِنَّ بِالْمَعْرُوفِ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ

    და რომელნიც გარდაიცვლებიან თქვენგან და დატოვებენ ცოლებს, მათ უნდა მოიცადონ ოთხი თვე და ათი დღე. როცა ამ ვადას მიაღწევენ, ცოდვად არ გეთვლებათ ის, რაც მათ თავად ჩაიდინონ წესისამებრ. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!

    2:234
  2. وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا عَرَّضْتُمْ بِهِ مِنْ خِطْبَةِ النِّسَاءِ أَوْ أَكْنَنْتُمْ فِي أَنْفُسِكُمْ ۚ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ سَتَذْكُرُونَهُنَّ وَلَٰكِنْ لَا تُوَاعِدُوهُنَّ سِرًّا إِلَّا أَنْ تَقُولُوا قَوْلًا مَعْرُوفًا ۚ وَلَا تَعْزِمُوا عُقْدَةَ النِّكَاحِ حَتَّىٰ يَبْلُغَ الْكِتَابُ أَجَلَهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي أَنْفُسِكُمْ فَاحْذَرُوهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٌ

    (ქალები, რომელნიც ელოდებიან ვადას) ცოდვად არ ითვლება, თუ ხელს სთხოვთ (ამ) ქალს ან გულში განიზრახავთ. ალლაჰმა იცის, რომ გაიხსენებთ მათ. და არ შეეთანხმოთ მათ ფარულად, მხოლოდ წესისამებრ დაელაპარაკეთ. და არ გაბედოთ საქორწინო კავშირი, ვიდრე სავალდებულოდ დაწესებული ვადა არ გავა. იცოდეთ, ალლაჰმა იცის თქვენი გულისნადები და უფრთხილდით მას. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია.

    2:235

თარგმანი: რეზო მიქელაძე