სურა 2 ბაყარა, აიათი 229 – 231
-
الطَّلَاقُ مَرَّتَانِ ۖ فَإِمْسَاكٌ بِمَعْرُوفٍ أَوْ تَسْرِيحٌ بِإِحْسَانٍ ۗ وَلَا يَحِلُّ لَكُمْ أَنْ تَأْخُذُوا مِمَّا آتَيْتُمُوهُنَّ شَيْئًا إِلَّا أَنْ يَخَافَا أَلَّا يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ ۖ فَإِنْ خِفْتُمْ أَلَّا يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا فِيمَا افْتَدَتْ بِهِ ۗ تِلْكَ حُدُودُ اللَّهِ فَلَا تَعْتَدُوهَا ۚ وَمَنْ يَتَعَدَّ حُدُودَ اللَّهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ
განქორწინება მხოლოდ ორჯერაა (შესაძლებელი). ამის შემდგომ თქვენ ან დაიტოვებთ ცოლებს წესისამებრ ან გაეყრებით კეთილგანწყობით. ნებადართული არ არის არანაირი თქვენს მიერ ნაჩუქარის უკან გამორთმევა, მხოლოდ მაშინ, თუ ორივე მხარეს ეშინია, რომ გადავა ალლაჰის დადგენილ ნორმებს. და თუ თქვენ გეშინიათ, რომ ის ორი ვერ დააკმაყოფილებენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს, მაშინ ცოდვა არაა არც ერთზე იმაში, რომ ქალი თავს გამოისყიდის. ასეთია ალლაჰის დადგენილი ნორმები და არ გადასცდეთ მას. და თუ ვინმე გადასცდება ალლაჰის დადგენილ ნორმებს, სწორედ, ისინი არიან ცოდვილნი!
2:229 -
فَإِنْ طَلَّقَهَا فَلَا تَحِلُّ لَهُ مِنْ بَعْدُ حَتَّىٰ تَنْكِحَ زَوْجًا غَيْرَهُ ۗ فَإِنْ طَلَّقَهَا فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا أَنْ يَتَرَاجَعَا إِنْ ظَنَّا أَنْ يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ ۗ وَتِلْكَ حُدُودُ اللَّهِ يُبَيِّنُهَا لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ
თუ გაეყარა კაცი ქალს (მესამეჯერ), ამის შემდეგ აღარ არის ეს ქალი ნებადართული მისთვის, სანამ სხვა ქმარს არ მისთხოვდება: მერე ამანაც თუ გაუშვა, ცოდვა არ ექნეს არც ერთს იმის გამო, თუ დაუბრუნდებიან ერთმანეთს, თუკი იმედი აქვთ, რომ დაიცავენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს. აი, ესაა ალლაჰის დადგენილი ნორმები, რომელსაც განუმარტავს იმ ხალხს, რომელთაც სურთ, რომ შეიმეცნონ.
2:230 -
وَإِذَا طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ فَبَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَأَمْسِكُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ أَوْ سَرِّحُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ ۚ وَلَا تُمْسِكُوهُنَّ ضِرَارًا لِتَعْتَدُوا ۚ وَمَنْ يَفْعَلْ ذَٰلِكَ فَقَدْ ظَلَمَ نَفْسَهُ ۚ وَلَا تَتَّخِذُوا آيَاتِ اللَّهِ هُزُوًا ۚ وَاذْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَمَا أَنْزَلَ عَلَيْكُمْ مِنَ الْكِتَابِ وَالْحِكْمَةِ يَعِظُكُمْ بِهِ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
და თუ გაეყარეთ ცოლებს, რომელთაც დაასრულეს თავიანთი ვადა, ან დაიტოვეთ ისინი წესისამებრ ან გაუშვით წესისამებრ; და არ დატოვოთ ძალით, არ დაჩაგროთ. ხოლო თუ ვინმე ასე მოიქცევა, ის საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ. ნუ ეხუმრებით ალლაჰის აიათებს, გახსოვდეთ ალლაჰის წყალობა თქვენდამი და ის, რაც მან მოგივლინათ წიგნიდან და სიბრძნიდან, რათა შეეგონებინეთ თქვენ მათი მეშვეობით; გეშინოდეთ ალლაჰისა, და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
2:231
თარგმანი: რეზო მიქელაძე