სურა 29 ანქებუთი, აიათი 28 – 32

  1. وَلُوطًا إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ إِنَّكُمْ لَتَأْتُونَ الْفَاحِشَةَ مَا سَبَقَكُمْ بِهَا مِنْ أَحَدٍ مِنَ الْعَالَمِينَ

    და ლუტმა აკი, უთხრა თავის ხალხს: „უეჭველად, საზიზღრობას სჩადიხართ თქვენ, რომლის მსგავსი არავის ჩაუდენია სამყაროთა.

    29:28
  2. أَئِنَّكُمْ لَتَأْتُونَ الرِّجَالَ وَتَقْطَعُونَ السَّبِيلَ وَتَأْتُونَ فِي نَادِيكُمُ الْمُنْكَرَ ۖ فَمَا كَانَ جَوَابَ قَوْمِهِ إِلَّا أَنْ قَالُوا ائْتِنَا بِعَذَابِ اللَّهِ إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ

    ნუთუ ვნებას აღგიძრავთ თქვენ კაცები, მოუჭრით გზებს და სჩადიხართ უკეთურს თქვენს შეკრებებზე?“ პასუხად მისმა ხალხმა თქვა: „მაშ, დაგვატეხე თავს ალლაჰის სასჯელი, თუ კი ხარ მართალთაგანი!“

    29:29
  3. قَالَ رَبِّ انْصُرْنِي عَلَى الْقَوْمِ الْمُفْسِدِينَ

    თქვა: „ღმერთო ჩემო! შემეწიე იმ ხალხის წინაშე, რომელიც უკეთურობას ავრცელებს!“

    29:30
  4. وَلَمَّا جَاءَتْ رُسُلُنَا إِبْرَاهِيمَ بِالْبُشْرَىٰ قَالُوا إِنَّا مُهْلِكُو أَهْلِ هَٰذِهِ الْقَرْيَةِ ۖ إِنَّ أَهْلَهَا كَانُوا ظَالِمِينَ

    როცა ჩვენი წარგზავნილები მივიდნენ იბრაჰიმთან სამახარობლოთი, უთხრეს: ვაპირებთ ამ დასახლების მცხოვრებთა მოსპობას. უეჭველად, აქ მაცხოვრებლები უსამართლონი არიან!“

    29:31
  5. قَالَ إِنَّ فِيهَا لُوطًا ۚ قَالُوا نَحْنُ أَعْلَمُ بِمَنْ فِيهَا ۖ لَنُنَجِّيَنَّهُ وَأَهْلَهُ إِلَّا امْرَأَتَهُ كَانَتْ مِنَ الْغَابِرِينَ

    მიუგო: „იქ ხომ ლუტია!“ უთხრეს: ჩვენ უკეთ ვუწყით, ვინცაა იქ! უეჭველად, გადავარჩენთ მას და მის ოჯახს, მისი ცოლის გამოკლებით, რომელიც იქნება დარჩენილთაგანი!“

    29:32

თარგმანი: რეზო მიქელაძე