სურა 29 ანქებუთი, აიათი 1 – 11

  1. الم

    ელიფ. ლამ. მიმ.

    29:1
  2. أَحَسِبَ النَّاسُ أَنْ يُتْرَكُوا أَنْ يَقُولُوا آمَنَّا وَهُمْ لَا يُفْتَنُونَ

    ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“?

    29:2
  3. وَلَقَدْ فَتَنَّا الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۖ فَلَيَعْلَمَنَّ اللَّهُ الَّذِينَ صَدَقُوا وَلَيَعْلَمَنَّ الْكَاذِبِينَ

    ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. უეჭველად, ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს!

    29:3
  4. أَمْ حَسِبَ الَّذِينَ يَعْمَلُونَ السَّيِّئَاتِ أَنْ يَسْبِقُونَا ۚ سَاءَ مَا يَحْكُمُونَ

    თუ ჰგონიათ, რომელნიც სიავეს სჩადიან, თავს დაიძვრენენ? რაოდენ ცუდია მათ მიერ გამოტანილი მსჯავრი!

    29:4
  5. مَنْ كَانَ يَرْجُو لِقَاءَ اللَّهِ فَإِنَّ أَجَلَ اللَّهِ لَآتٍ ۚ وَهُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    ვინც სასოებს ალლაჰთან შეხვედრას, უეჭველად, ალლაჰის დადგენილი ვადა ეწევა. იგი ყოვლისმსმენია, ბრძენია!

    29:5
  6. وَمَنْ جَاهَدَ فَإِنَّمَا يُجَاهِدُ لِنَفْسِهِ ۚ إِنَّ اللَّهَ لَغَنِيٌّ عَنِ الْعَالَمِينَ

    ის ვინც იბრძვის, თავის სასარგებლოდ იბრძვის. უეჭველად, ალლაჰი მდიდარია სამყაროთა ზედა!

    29:6
  7. وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَنُكَفِّرَنَّ عَنْهُمْ سَيِّئَاتِهِمْ وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَحْسَنَ الَّذِي كَانُوا يَعْمَلُونَ

    და რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უთუოდ, ჩვენ დავფარავთ მათ სიავენს და მივუზღავთ იმაზე უკეთესით, რასაც სჩადიოდნენ!

    29:7
  8. وَوَصَّيْنَا الْإِنْسَانَ بِوَالِدَيْهِ حُسْنًا ۖ وَإِنْ جَاهَدَاكَ لِتُشْرِكَ بِي مَا لَيْسَ لَكَ بِهِ عِلْمٌ فَلَا تُطِعْهُمَا ۚ إِلَيَّ مَرْجِعُكُمْ فَأُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლებლის მიმართ. და თუ ისინი შენს წინააღმდეგ იბრძოლებენ, რომ თანაზიარად გამიხადო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, არ დაემორჩილო მათ. ჩემთანაა თქვენი დაბრუნება და მაშინ გამცნობთ იმას, რასაც სჩადიოდით!

    29:8
  9. وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَنُدْخِلَنَّهُمْ فِي الصَّالِحِينَ

    და რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მართალთა რიგებში ჩავრიცხავთ!

    29:9
  10. وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَقُولُ آمَنَّا بِاللَّهِ فَإِذَا أُوذِيَ فِي اللَّهِ جَعَلَ فِتْنَةَ النَّاسِ كَعَذَابِ اللَّهِ وَلَئِنْ جَاءَ نَصْرٌ مِنْ رَبِّكَ لَيَقُولُنَّ إِنَّا كُنَّا مَعَكُمْ ۚ أَوَلَيْسَ اللَّهُ بِأَعْلَمَ بِمَا فِي صُدُورِ الْعَالَمِينَ

    და ადამიანთაგან, ვინც ამბობს: „ვირწმუნეთ ალლაჰი.“ საკმარისია ტანჯვა ეწიოთ ალლაჰის გზაზე, მაშინვე ადარებენ ხალხის განსაცდელს ალლაჰის სასჯელს. და თუ შეწევნა მოევლინება შენი ღმერთისგან, აუცილებლად იტყვიან: „თქვენთან ერთად ვიყავითო.“ მაგრამ ალლაჰი ხომ უკეთ უწყის, რა იმალება სამყაროთა გულებში?

    29:10
  11. وَلَيَعْلَمَنَّ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا وَلَيَعْلَمَنَّ الْمُنَافِقِينَ

    უეჭველად, ალლაჰი უკეთ უწყის მორწმუნეებსაც და თვალთმაქცებსაც!

    29:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე