სურა 26 შუღერა, აიათი 69 – 82
-
وَاتْلُ عَلَيْهِمْ نَبَأَ إِبْرَاهِيمَ
წაუკითხე მათ ამბავი იბრაჰიმისა!
26:69 -
إِذْ قَالَ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِ مَا تَعْبُدُونَ
აკი, ჰკითხა მან მამამისს და თავის ხალხს: „რას ეთაყვანებით?“
26:70 -
قَالُوا نَعْبُدُ أَصْنَامًا فَنَظَلُّ لَهَا عَاكِفِينَ
მიუგეს: „თაყვანს ვცემთ კერპებს და მუდამდღე ვლოცულობთ მათზე.“
26:71 -
قَالَ هَلْ يَسْمَعُونَكُمْ إِذْ تَدْعُونَ
უთხრა: „ესმით კი თქვენი, როცა მოუხმობთ მათ?
26:72 -
أَوْ يَنْفَعُونَكُمْ أَوْ يَضُرُّونَ
მოაქვთ რამე სარგებელი თქვენთვის ან გავნებენ კი რამეს?“
26:73 -
قَالُوا بَلْ وَجَدْنَا آبَاءَنَا كَذَٰلِكَ يَفْعَلُونَ
მიუგეს: „ჩვენ ვჰპოვეთ, ჩვენი მამებიც ასე იქცეოდნენ“.
26:74 -
قَالَ أَفَرَأَيْتُمْ مَا كُنْتُمْ تَعْبُدُونَ
უთხრა: „განა ვერ უნდა შეიმეცნოთ, რას ეთაყვანებით
26:75 -
أَنْتُمْ وَآبَاؤُكُمُ الْأَقْدَمُونَ
თქვენც და თქვენი წინაპრებიც?
26:76 -
فَإِنَّهُمْ عَدُوٌّ لِي إِلَّا رَبَّ الْعَالَمِينَ
უეჭველად, ისინი ერთიანად ჩემი მტრები არიან, გარდა სამყაროთა ღმერთისა,
26:77 -
الَّذِي خَلَقَنِي فَهُوَ يَهْدِينِ
რომელმაც გამაჩინა მე, სწორედ იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე!
26:78 -
وَالَّذِي هُوَ يُطْعِمُنِي وَيَسْقِينِ
იგია, რომელიც მაჭმევს და მასმევს!
26:79 -
وَإِذَا مَرِضْتُ فَهُوَ يَشْفِينِ
და როცა ავად ვხვდები, სწორედ იგია, რომელიც გამომაკეთებს!
26:80 -
وَالَّذِي يُمِيتُنِي ثُمَّ يُحْيِينِ
რომელიც მომაკვდინებს და მერე გამაცოცხლებს!
26:81 -
وَالَّذِي أَطْمَعُ أَنْ يَغْفِرَ لِي خَطِيئَتِي يَوْمَ الدِّينِ
რომელსაც ვსასოებ, რომ შემინდოს შეცოდებები ჩემი განკითხვის დღეს!
26:82
თარგმანი: რეზო მიქელაძე