სურა 26 შუღერა, აიათი 60 – 66

  1. فَأَتْبَعُوهُمْ مُشْرِقِينَ

    დაედევნენ მათ მზის ამოსვლისას.

    26:60
  2. فَلَمَّا تَرَاءَى الْجَمْعَانِ قَالَ أَصْحَابُ مُوسَىٰ إِنَّا لَمُدْرَكُونَ

    ხოლო როცა ორმა ჯგუფმა ერთმანეთი დაინახეს, მუსას მხლებლებმა თქვეს: „უეჭველად, დაგვეწევიან!“

    26:61
  3. قَالَ كَلَّا ۖ إِنَّ مَعِيَ رَبِّي سَيَهْدِينِ

    მიუგო: არამც და არამც! უეჭველად, შემეწევა ჩემი ღმერთი და დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე!“

    26:62
  4. فَأَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ أَنِ اضْرِبْ بِعَصَاكَ الْبَحْرَ ۖ فَانْفَلَقَ فَكَانَ كُلُّ فِرْقٍ كَالطَّوْدِ الْعَظِيمِ

    მაშინ შთავაგონეთ მუსას: „დაარტყი შენი ჯოხი ზღვას!“ უმალ გაიპო იგი და თითოეული ნაწილი უზარმაზარ მთასავით აღიმართა.

    26:63
  5. وَأَزْلَفْنَا ثَمَّ الْآخَرِينَ

    ჩვენ მივუახლოვეთ მეორენიც (ფარაონის ამალა)!

    26:64
  6. وَأَنْجَيْنَا مُوسَىٰ وَمَنْ مَعَهُ أَجْمَعِينَ

    გადავარჩინეთ მუსა და ყველანი მასთან მყოფნი,

    26:65
  7. ثُمَّ أَغْرَقْنَا الْآخَرِينَ

    მერე კი დავახრჩვეთ სხვა დანარჩენნი!

    26:66

თარგმანი: რეზო მიქელაძე