სურა 26 შუღერა, აიათი 53 – 67

  1. فَأَرْسَلَ فِرْعَوْنُ فِي الْمَدَائِنِ حَاشِرِينَ

    ფარაონმა დაგზავნა ქალაქებში შემკრებნი:

    26:53
  2. إِنَّ هَٰؤُلَاءِ لَشِرْذِمَةٌ قَلِيلُونَ

    „უეჭველად, ეგენი მცირერიცხოვანი და უბადრუკი ჯგუფია.

    26:54
  3. وَإِنَّهُمْ لَنَا لَغَائِظُونَ

    მაგრამ მათ განგვარისხეს,

    26:55
  4. وَإِنَّا لَجَمِيعٌ حَاذِرُونَ

    უეჭველად, ჩვენ ყველანი ფხიზელი ხალხი ვართ!“

    26:56
  5. فَأَخْرَجْنَاهُمْ مِنْ جَنَّاتٍ وَعُيُونٍ

    ამგვარად, მათ მივატოვებიეთ ბაღები და წყაროსთავები,

    26:57
  6. وَكُنُوزٍ وَمَقَامٍ كَرِيمٍ

    საგანძურები და დიდებული ადგილსამყოფელი.

    26:58
  7. كَذَٰلِكَ وَأَوْرَثْنَاهَا بَنِي إِسْرَائِيلَ

    აი ასე! ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი ისრაილის ძეთ!

    26:59
  8. فَأَتْبَعُوهُمْ مُشْرِقِينَ

    დაედევნენ მათ მზის ამოსვლისას.

    26:60
  9. فَلَمَّا تَرَاءَى الْجَمْعَانِ قَالَ أَصْحَابُ مُوسَىٰ إِنَّا لَمُدْرَكُونَ

    ხოლო როცა ორმა ჯგუფმა ერთმანეთი დაინახეს, მუსას მხლებლებმა თქვეს: „უეჭველად, დაგვეწევიან!“

    26:61
  10. قَالَ كَلَّا ۖ إِنَّ مَعِيَ رَبِّي سَيَهْدِينِ

    მიუგო: არამც და არამც! უეჭველად, შემეწევა ჩემი ღმერთი და დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე!“

    26:62
  11. فَأَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ أَنِ اضْرِبْ بِعَصَاكَ الْبَحْرَ ۖ فَانْفَلَقَ فَكَانَ كُلُّ فِرْقٍ كَالطَّوْدِ الْعَظِيمِ

    მაშინ შთავაგონეთ მუსას: „დაარტყი შენი ჯოხი ზღვას!“ უმალ გაიპო იგი და თითოეული ნაწილი უზარმაზარ მთასავით აღიმართა.

    26:63
  12. وَأَزْلَفْنَا ثَمَّ الْآخَرِينَ

    ჩვენ მივუახლოვეთ მეორენიც (ფარაონის ამალა)!

    26:64
  13. وَأَنْجَيْنَا مُوسَىٰ وَمَنْ مَعَهُ أَجْمَعِينَ

    გადავარჩინეთ მუსა და ყველანი მასთან მყოფნი,

    26:65
  14. ثُمَّ أَغْرَقْنَا الْآخَرِينَ

    მერე კი დავახრჩვეთ სხვა დანარჩენნი!

    26:66
  15. إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ

    უეჭველად, ამაში სასწაულია, მაგრამ უმრავლესობამ არ ირწმუნა!

    26:67

თარგმანი: რეზო მიქელაძე