სურა 26 შუღერა, აიათი 34 – 51

  1. قَالَ لِلْمَلَإِ حَوْلَهُ إِنَّ هَٰذَا لَسَاحِرٌ عَلِيمٌ

    უთხრა მის გვერდით მდგომ დიდებულებს: „უეჭველად, ეს განსწავლული ჯადოქარია.

    26:34
  2. يُرِيدُ أَنْ يُخْرِجَكُمْ مِنْ أَرْضِكُمْ بِسِحْرِهِ فَمَاذَا تَأْمُرُونَ

    თვისი ჯადოქრობით სურს ჩვენივე ქვეყნიდან გაძევება. რას მირჩევთ?“

    26:35
  3. قَالُوا أَرْجِهْ وَأَخَاهُ وَابْعَثْ فِي الْمَدَائِنِ حَاشِرِينَ

    უთხრეს: „დატოვე ის და მისი ძმაც, შენ კი გაგზავნე ქალაქებში შიკრიკები,

    26:36
  4. يَأْتُوكَ بِكُلِّ سَحَّارٍ عَلِيمٍ

    რათა მოგგვარონ მათ განსწავლული ჯადოქრები.“

    26:37
  5. فَجُمِعَ السَّحَرَةُ لِمِيقَاتِ يَوْمٍ مَعْلُومٍ

    ამგვარად, შეკრიბეს ჯადოქრები დათქმული დღისთვის.

    26:38
  6. وَقِيلَ لِلنَّاسِ هَلْ أَنْتُمْ مُجْتَمِعُونَ

    და აჰა, უთხრეს ხალხს: „შეიკრიბეთ!

    26:39
  7. لَعَلَّنَا نَتَّبِعُ السَّحَرَةَ إِنْ كَانُوا هُمُ الْغَالِبِينَ

    შესაძლოა მოგვიწიოს ჯადოქრებზე გაყოლა, თუ ისინი გაიმარჯვებენ!“

    26:40
  8. فَلَمَّا جَاءَ السَّحَرَةُ قَالُوا لِفِرْعَوْنَ أَئِنَّ لَنَا لَأَجْرًا إِنْ كُنَّا نَحْنُ الْغَالِبِينَ

    და როცა მოვიდნენ ჯადოქრები, უთხრეს ფარაონს: „თუ გავიმარჯვებთ, საზღაურს მივიღებთ?“

    26:41
  9. قَالَ نَعَمْ وَإِنَّكُمْ إِذًا لَمِنَ الْمُقَرَّبِينَ

    მიუგო: „დიახ! ამ შემთხვევაში უდაოდ აღმოჩნდებით დაახლოებულთა შორის!“

    26:42
  10. قَالَ لَهُمْ مُوسَىٰ أَلْقُوا مَا أَنْتُمْ مُلْقُونَ

    მუსამ უთხრა: „ისროლეთ, რის სროლასაც აპირებთ.“

    26:43
  11. فَأَلْقَوْا حِبَالَهُمْ وَعِصِيَّهُمْ وَقَالُوا بِعِزَّةِ فِرْعَوْنَ إِنَّا لَنَحْنُ الْغَالِبُونَ

    მათ ისროლეს თავიანთი თოკები და კვერთხები. თქვეს: „ფარაონის ძლიერებით, უეჭველად, ჩვენ გავიმარჯვებთ!“

    26:44
  12. فَأَلْقَىٰ مُوسَىٰ عَصَاهُ فَإِذَا هِيَ تَلْقَفُ مَا يَأْفِكُونَ

    მერე მუსამ ისროლა თავისი კვერთხი და რას ხედავენ! მან გადაყლაპა იმათი ნახელავი!

    26:45
  13. فَأُلْقِيَ السَّحَرَةُ سَاجِدِينَ

    მაშინ ჯადოქრები სეჯდეზე განერთხენ.

    26:46
  14. قَالُوا آمَنَّا بِرَبِّ الْعَالَمِينَ

    თქვეს: „ჩვენ ვირწმუნეთ სამყაროთა ღმერთის,

    26:47
  15. رَبِّ مُوسَىٰ وَهَارُونَ

    მუსას და ჰარუნის ღმერთი!“

    26:48
  16. قَالَ آمَنْتُمْ لَهُ قَبْلَ أَنْ آذَنَ لَكُمْ ۖ إِنَّهُ لَكَبِيرُكُمُ الَّذِي عَلَّمَكُمُ السِّحْرَ فَلَسَوْفَ تَعْلَمُونَ ۚ لَأُقَطِّعَنَّ أَيْدِيَكُمْ وَأَرْجُلَكُمْ مِنْ خِلَافٍ وَلَأُصَلِّبَنَّكُمْ أَجْمَعِينَ

    უთხრა: „ნუთუ იწამეთ მისი მანამდე, სანამ ამის უფლებას მოგცემდით? უეჭველად, იგი თქვენი მეთავეა, რომელმაც ჯადოქრობა გასწავლათ! მაშ, მალე შეიტყობთ! უთუოდ, ხელ-ფეხს გარდიგარდმო მოგაჭრი და ძელზე გაგაკრავ თქვენ!“

    26:49
  17. قَالُوا لَا ضَيْرَ ۖ إِنَّا إِلَىٰ رَبِّنَا مُنْقَلِبُونَ

    მიუგეს: „არ ვდარდობთ! უეჭველად, ჩვენს ღმერთთან მივიქცევით!

    26:50
  18. إِنَّا نَطْمَعُ أَنْ يَغْفِرَ لَنَا رَبُّنَا خَطَايَانَا أَنْ كُنَّا أَوَّلَ الْمُؤْمِنِينَ

    უეჭველად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოგვიტევებს ჩვენი ღმერთი ჩვენს შეცოდებებს იმისთვის, რომ შევიქმენით პირველი მორწმუნეთაგანი!“

    26:51

თარგმანი: რეზო მიქელაძე