სურა 26 შუღერა, აიათი 176 – 190
-
كَذَّبَ أَصْحَابُ الْأَيْكَةِ الْمُرْسَلِينَ
ეიქეს მცხოვრებლებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები.
26:176 -
إِذْ قَالَ لَهُمْ شُعَيْبٌ أَلَا تَتَّقُونَ
შუღეიბმა უთხრა მათ: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
26:177 -
إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ
უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ!
26:178 -
فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ
მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!
26:179 -
وَمَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ الْعَالَمِينَ
მე არ გთხოვთ საზღაურს ამისათვის, რამეთუ დამაჯილდოებს მე სამყაროთა ღმერთი!
26:180 -
أَوْفُوا الْكَيْلَ وَلَا تَكُونُوا مِنَ الْمُخْسِرِينَ
საწყაო აავსეთ სრულად და ნუ იქნებით იმათგანი, ვინც დამკლებია.
26:181 -
وَزِنُوا بِالْقِسْطَاسِ الْمُسْتَقِيمِ
აწონეთ ზუსტი სასწორით!
26:182 -
وَلَا تَبْخَسُوا النَّاسَ أَشْيَاءَهُمْ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ
არ მოაკლოთ ხალხს ის, რაც ეკუთვნით და არ ქმნათ ქვეყნად ავი, უკეთურობას ნუ გაამრავლებთ!
26:183 -
وَاتَّقُوا الَّذِي خَلَقَكُمْ وَالْجِبِلَّةَ الْأَوَّلِينَ
და გეშინოდეთ მისი, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და პირველი თაობაც!“
26:184 -
قَالُوا إِنَّمَا أَنْتَ مِنَ الْمُسَحَّرِينَ
მიუგეს: „უეჭველად, ერთ-ერთი მოჯადოებულთაგანი ხარ!
26:185 -
وَمَا أَنْتَ إِلَّا بَشَرٌ مِثْلُنَا وَإِنْ نَظُنُّكَ لَمِنَ الْكَاذِبِينَ
ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ჩვენ და ვფიქრობთ ერთ-ერთი ცრუთაგანი ხარ.
26:186 -
فَأَسْقِطْ عَلَيْنَا كِسَفًا مِنَ السَّمَاءِ إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ
თავს დაგვატეხე სასჯელი ციდან, თუ ხარ მართალთაგანი!“
26:187 -
قَالَ رَبِّي أَعْلَمُ بِمَا تَعْمَلُونَ
უთხრა: „ღმერთი ჩემი უკეთ უწყის, რასაც სჩადიხართ!“
26:188 -
فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَهُمْ عَذَابُ يَوْمِ الظُّلَّةِ ۚ إِنَّهُ كَانَ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ
ცრუდ შერაცხეს და დატყდათ თავს მტანჯველი სასჯელი ბნელი დღისა. უეჭველად, ეს იყო იმ დღის დიდი სასჯელი!
26:189 -
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ
უეჭველად, ამაშია სასწაული, მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა!
26:190
თარგმანი: რეზო მიქელაძე