სურა 26 შუღერა, აიათი 124 – 135

  1. إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ هُودٌ أَلَا تَتَّقُونَ

    აკი, უთხრა მათ მათმა ძმამ ჰუდმა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?

    26:124
  2. إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ

    უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ!

    26:125
  3. فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!

    26:126
  4. وَمَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ الْعَالَمِينَ

    მე არ გთხოვთ ჯილდოს, რამეთუ მე მხოლოდ სამყაროთა ღმერთი დამაჯილდოებს!

    26:127
  5. أَتَبْنُونَ بِكُلِّ رِيعٍ آيَةً تَعْبَثُونَ

    ნუთუ ყოველ გორაკზე აღმართავთ ძეგლს,

    26:128
  6. وَتَتَّخِذُونَ مَصَانِعَ لَعَلَّكُمْ تَخْلُدُونَ

    ააგებთ სასახლეებს, თითქოს მარად იცოცხლებთ,

    26:129
  7. وَإِذَا بَطَشْتُمْ بَطَشْتُمْ جَبَّارِينَ

    და შეიპყრობთ ადამიანებს, როგორც სასტიკი მტარვალები?

    26:130
  8. فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!

    26:131
  9. وَاتَّقُوا الَّذِي أَمَدَّكُمْ بِمَا تَعْلَمُونَ

    გეშინოდეთ იმის, რომელმაც შეგეწიათ იმით, რაც იცოდით!

    26:132
  10. أَمَدَّكُمْ بِأَنْعَامٍ وَبَنِينَ

    ის შეგეწიათ შინაური პირუტყვით და ძეებით,

    26:133
  11. وَجَنَّاتٍ وَعُيُونٍ

    ბაღებით და წყაროსთავებით.

    26:134
  12. إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ

    ვშიშობ, უეჭველად, მოგეწევათ მტანჯველი სასჯელი დიად დღეს!“

    26:135

თარგმანი: რეზო მიქელაძე