სურა 26 შუღერა, აიათი 1 – 9

  1. طسم

    ტა. სინ. მიმ.

    26:1
  2. تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ الْمُبِينِ

    ეს ცხადი წიგნის აიათებია!

    26:2
  3. لَعَلَّكَ بَاخِعٌ نَفْسَكَ أَلَّا يَكُونُوا مُؤْمِنِينَ

    დარდისგან შეიძლება თავიც დაიღუპო, რამეთუ არ ხდებიან მორწმუნენი!

    26:3
  4. إِنْ نَشَأْ نُنَزِّلْ عَلَيْهِمْ مِنَ السَّمَاءِ آيَةً فَظَلَّتْ أَعْنَاقُهُمْ لَهَا خَاضِعِينَ

    თუ ჩვენ ვინებებთ, ზეციდან გარდმოვავლენთ სასწაულს, რომლის წინაშე მორჩილად მოიხრიან ქედს!

    26:4
  5. وَمَا يَأْتِيهِمْ مِنْ ذِكْرٍ مِنَ الرَّحْمَٰنِ مُحْدَثٍ إِلَّا كَانُوا عَنْهُ مُعْرِضِينَ

    როგორი შეხსენებაც არ უნდა მიიღონ მოწყალისაგან, ზურგს აქცევენ მას!

    26:5
  6. فَقَدْ كَذَّبُوا فَسَيَأْتِيهِمْ أَنْبَاءُ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ

    უეჭველად, მათ შერაცხეს ეს სიცრუედ და მიუვათ მათ ამბავი იმისა, რასაც დასცინოდნენ!

    26:6
  7. أَوَلَمْ يَرَوْا إِلَى الْأَرْضِ كَمْ أَنْبَتْنَا فِيهَا مِنْ كُلِّ زَوْجٍ كَرِيمٍ

    ნუთუ ვერ ხედავენ, დედამიწაზე რამდენი სახეობის სასარგებლო მცენარე აღმოვაცენეთ?

    26:7
  8. إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ

    უეჭველად, ამაში სასწაულია, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც არ შეიქნენ მორწმუნენი!

    26:8
  9. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ

    უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მოწყალეა!

    26:9

თარგმანი: რეზო მიქელაძე