სურა 25 ფურყანი
-
وَإِذَا رَأَوْكَ إِنْ يَتَّخِذُونَكَ إِلَّا هُزُوًا أَهَٰذَا الَّذِي بَعَثَ اللَّهُ رَسُولًا
შენი დანახვისთანავე მასხრად გიგდებენ: „ნუთუ ისაა, ვინც ალლაჰმა შუამავლად წარმოგზავნა?
25:41 -
إِنْ كَادَ لَيُضِلُّنَا عَنْ آلِهَتِنَا لَوْلَا أَنْ صَبَرْنَا عَلَيْهَا ۚ وَسَوْفَ يَعْلَمُونَ حِينَ يَرَوْنَ الْعَذَابَ مَنْ أَضَلُّ سَبِيلًا
საცაა ჩვენი ღვთაებებისგან ზურგს გვაქცევინებდა, ჩვენ რომ მოთმინება არ გამოგვეჩინაო.“ როცა ისინი სასჯელს დაინახავენ, გაიგებენ, ვინ უფრო გზააბნეული ყოფილა!
25:42 -
أَرَأَيْتَ مَنِ اتَّخَذَ إِلَٰهَهُ هَوَاهُ أَفَأَنْتَ تَكُونُ عَلَيْهِ وَكِيلًا
გინახავს ის, ვინც თვისი ვნება გააღმერთა? ნუთუ მისი დამცველი და მფარველი იქნები?
25:43 -
أَمْ تَحْسَبُ أَنَّ أَكْثَرَهُمْ يَسْمَعُونَ أَوْ يَعْقِلُونَ ۚ إِنْ هُمْ إِلَّا كَالْأَنْعَامِ ۖ بَلْ هُمْ أَضَلُّ سَبِيلًا
თუ ფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა შეისმენს ან შეიგნებს? ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა მსგავსნი პირუტყვისა, ან მათზე მეტად გზააბნეულნი!
25:44 -
أَلَمْ تَرَ إِلَىٰ رَبِّكَ كَيْفَ مَدَّ الظِّلَّ وَلَوْ شَاءَ لَجَعَلَهُ سَاكِنًا ثُمَّ جَعَلْنَا الشَّمْسَ عَلَيْهِ دَلِيلًا
განა არ გინახავს, როგორ განფენს ჩრდილს? რომ ენება, უმოძრაოს გახდიდა მას. მერე ვქმენით მზე მის მეგზურად!
25:45 -
ثُمَّ قَبَضْنَاهُ إِلَيْنَا قَبْضًا يَسِيرًا
და მერე ნელ-ნელა მივიზიდავთ მას ჩვენსკენ!
25:46 -
وَهُوَ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ اللَّيْلَ لِبَاسًا وَالنَّوْمَ سُبَاتًا وَجَعَلَ النَّهَارَ نُشُورًا
იგია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის ღამე საბურველად, ძილი - მოსასვენებლად, და დღე კი - გამოსაცოცხლებლად!
25:47 -
وَهُوَ الَّذِي أَرْسَلَ الرِّيَاحَ بُشْرًا بَيْنَ يَدَيْ رَحْمَتِهِ ۚ وَأَنْزَلْنَا مِنَ السَّمَاءِ مَاءً طَهُورًا
იგია, რომელიც ქარებს გზავნის მახარობლად თავისი წყალობისა. ჩვენ გარდმოვავლენთ ციდან სუფთა და განწმენდილ წყალს,
25:48 -
لِنُحْيِيَ بِهِ بَلْدَةً مَيْتًا وَنُسْقِيَهُ مِمَّا خَلَقْنَا أَنْعَامًا وَأَنَاسِيَّ كَثِيرًا
რათა გამოვაცოცხლოთ მკვდარი მიწა და დავარწყულოთ ურიცხვი საქონელი და მრავალი ადამიანი, რომელიც ჩვენვე გავაჩინეთ!
25:49 -
وَلَقَدْ صَرَّفْنَاهُ بَيْنَهُمْ لِيَذَّكَّرُوا فَأَبَىٰ أَكْثَرُ النَّاسِ إِلَّا كُفُورًا
და ვფიცავ, ჩვენ მათ შორის ვანაწილებთ მას (წვიმის წყალს), რათა შეიგონონ. მაგრამ უმრავლესობა ხალხისა უმადურია!
25:50 -
وَلَوْ شِئْنَا لَبَعَثْنَا فِي كُلِّ قَرْيَةٍ نَذِيرًا
ჩვენ რომ გვენება, უთუოდ, თითოეულ დასახლებაში შემგონებელს მოვავლენდით!
25:51 -
فَلَا تُطِعِ الْكَافِرِينَ وَجَاهِدْهُمْ بِهِ جِهَادًا كَبِيرًا
ამიტომ არ დაემორჩილო ურწმუნოებს და მისი (ყურანის) მეშვეობით აწარმოე მათთან დიადი ბრძოლა!
25:52 -
وَهُوَ الَّذِي مَرَجَ الْبَحْرَيْنِ هَٰذَا عَذْبٌ فُرَاتٌ وَهَٰذَا مِلْحٌ أُجَاجٌ وَجَعَلَ بَيْنَهُمَا بَرْزَخًا وَحِجْرًا مَحْجُورًا
იგია, რომელმაც ერთად დაადგინა ორი ზღვა: ერთი მტკნარი, მეორე კი მლაშე, ხოლო მათ შორის უხილავი მიჯნა და გადაულახავი ზღუდე!
25:53 -
وَهُوَ الَّذِي خَلَقَ مِنَ الْمَاءِ بَشَرًا فَجَعَلَهُ نَسَبًا وَصِهْرًا ۗ وَكَانَ رَبُّكَ قَدِيرًا
იგია, რომელმაც გააჩინა ადამიანი წყლისგან და დაუდგინა მას ნათესავნი და თავისიანები. რამეთუ ღმერთი შენი ყოვლისშემძლეა!
25:54 -
وَيَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَنْفَعُهُمْ وَلَا يَضُرُّهُمْ ۗ وَكَانَ الْكَافِرُ عَلَىٰ رَبِّهِ ظَهِيرًا
და ეთაყვანებიან გარდა ალლაჰისა იმას, ვინც ვერც სიკეთეს, ვერც ზიანს ვერ მოუტანთ. ურწმუნო დამხმარეა თავისი ღმერთის წინააღმდეგ!
25:55 -
وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا مُبَشِّرًا وَنَذِيرًا
ჩვენ მოგავლინეთ მხოლოდ მახარობლად და შემგონებლად!
25:56 -
قُلْ مَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ إِلَّا مَنْ شَاءَ أَنْ يَتَّخِذَ إِلَىٰ رَبِّهِ سَبِيلًا
უთხარი: „თქვენგან ამისთვის არ ვითხოვ არანაირ საფასურს, ოღონდ მსურველმა თავისი ღმერთისკენ მიმავალ გზას დაადგეს!“
25:57 -
وَتَوَكَّلْ عَلَى الْحَيِّ الَّذِي لَا يَمُوتُ وَسَبِّحْ بِحَمْدِهِ ۚ وَكَفَىٰ بِهِ بِذُنُوبِ عِبَادِهِ خَبِيرًا
და სასოებდე მარადიულს, რომელიც არ მოკვდება, და ქებითა განადიდე იგი. იგი საკმარისია, თავის მსახურთა ცოდვების მცოდნედ!
25:58 -
الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا فِي سِتَّةِ أَيَّامٍ ثُمَّ اسْتَوَىٰ عَلَى الْعَرْشِ ۚ الرَّحْمَٰنُ فَاسْأَلْ بِهِ خَبِيرًا
რომელმაც გააჩინა ექვს დღეში ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა და მერე ძალაუფლება და მესვეურობა ზეაღმართა. იგი მოწყალეა. მაშ, ჰკითხე ამის თაობაზე მცოდნეს!
25:59 -
وَإِذَا قِيلَ لَهُمُ اسْجُدُوا لِلرَّحْمَٰنِ قَالُوا وَمَا الرَّحْمَٰنُ أَنَسْجُدُ لِمَا تَأْمُرُنَا وَزَادَهُمْ نُفُورًا ۩
როცა მათ ეუბნებიან: სეჯდე აღასრულეთ მოწყალის წინაშე! - პასუხობენ: რას ნიშნავს მოწყალე? ნუთუ სეჯდე აღვასრულოთ იმიტომ, რომ გვიბრძანებ? და ეს აძლიერებს მათ ზიზღს!
25:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე