სურა 25 ფურყანი, აიათი 63 – 68

  1. وَعِبَادُ الرَّحْمَٰنِ الَّذِينَ يَمْشُونَ عَلَى الْأَرْضِ هَوْنًا وَإِذَا خَاطَبَهُمُ الْجَاهِلُونَ قَالُوا سَلَامًا

    ხოლო მოწყალის მსახურნი არიან ისინი, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი!“

    25:63
  2. وَالَّذِينَ يَبِيتُونَ لِرَبِّهِمْ سُجَّدًا وَقِيَامًا

    რომელნიც ღამეს ატარებენ სეჯდეს აღმვლენი და ფეხზე მდგარნი თავისი ღმერთის წინაშე,

    25:64
  3. وَالَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَا اصْرِفْ عَنَّا عَذَابَ جَهَنَّمَ ۖ إِنَّ عَذَابَهَا كَانَ غَرَامًا

    ისინი ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! აგვარიდე ტანჯვა ჯოჯოხეთისა! უეჭველად, იქ ტანჯვა სამუდამოა.

    25:65
  4. إِنَّهَا سَاءَتْ مُسْتَقَرًّا وَمُقَامًا

    რა საზიზღარია ეს ადგილი და სამყოფელი!“

    25:66
  5. وَالَّذِينَ إِذَا أَنْفَقُوا لَمْ يُسْرِفُوا وَلَمْ يَقْتُرُوا وَكَانَ بَيْنَ ذَٰلِكَ قَوَامًا

    ხოლო რომელნიც, როცა შემოწირულობას გასცემენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ, საშუალოს ირჩევენ მათ შორის,

    25:67
  6. وَالَّذِينَ لَا يَدْعُونَ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ وَلَا يَقْتُلُونَ النَّفْسَ الَّتِي حَرَّمَ اللَّهُ إِلَّا بِالْحَقِّ وَلَا يَزْنُونَ ۚ وَمَنْ يَفْعَلْ ذَٰلِكَ يَلْقَ أَثَامًا

    ისინი არ მოუწოდებენ სხვა ღვთაებებს, გარდა ალლაჰისა, და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართლის აღდგენისა. და არ მრუშობენ. ვინც იქმს ამას, სასჯელს გადაეყრება!

    25:68

თარგმანი: რეზო მიქელაძე