სურა 25 ფურყანი, აიათი 63 – 66
-
وَعِبَادُ الرَّحْمَٰنِ الَّذِينَ يَمْشُونَ عَلَى الْأَرْضِ هَوْنًا وَإِذَا خَاطَبَهُمُ الْجَاهِلُونَ قَالُوا سَلَامًا
ხოლო მოწყალის მსახურნი არიან ისინი, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი!“
25:63 -
وَالَّذِينَ يَبِيتُونَ لِرَبِّهِمْ سُجَّدًا وَقِيَامًا
რომელნიც ღამეს ატარებენ სეჯდეს აღმვლენი და ფეხზე მდგარნი თავისი ღმერთის წინაშე,
25:64 -
وَالَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَا اصْرِفْ عَنَّا عَذَابَ جَهَنَّمَ ۖ إِنَّ عَذَابَهَا كَانَ غَرَامًا
ისინი ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! აგვარიდე ტანჯვა ჯოჯოხეთისა! უეჭველად, იქ ტანჯვა სამუდამოა.
25:65 -
إِنَّهَا سَاءَتْ مُسْتَقَرًّا وَمُقَامًا
რა საზიზღარია ეს ადგილი და სამყოფელი!“
25:66
თარგმანი: რეზო მიქელაძე