სურა 25 ფურყანი, აიათი 35 – 44

  1. وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ وَجَعَلْنَا مَعَهُ أَخَاهُ هَارُونَ وَزِيرًا

    ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი და დავადგინეთ მასთან ერთად მისი ძმა ჰარუნი მის თანაშემწედ!

    25:35
  2. فَقُلْنَا اذْهَبَا إِلَى الْقَوْمِ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا فَدَمَّرْنَاهُمْ تَدْمِيرًا

    ვუბრძანეთ: „ორივე წადით იმ ხალხთან, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები!“ მერე გავანადგურეთ ისინი ძირფესვიანად.

    25:36
  3. وَقَوْمَ نُوحٍ لَمَّا كَذَّبُوا الرُّسُلَ أَغْرَقْنَاهُمْ وَجَعَلْنَاهُمْ لِلنَّاسِ آيَةً ۖ وَأَعْتَدْنَا لِلظَّالِمِينَ عَذَابًا أَلِيمًا

    ჩვენ დავახრჩეთ ნუჰის ხალხი, როცა მათ ცრუდ შერაცხეს შუამავლები და დავადგინეთ სასწაულად ხალხთათვის. ჩვენ გავუმზადეთ უსამართლოებს მტანჯველი ცეცხლი!

    25:37
  4. وَعَادًا وَثَمُودَ وَأَصْحَابَ الرَّسِّ وَقُرُونًا بَيْنَ ذَٰلِكَ كَثِيرًا

    ასევე ადის და სემუდის ტომებს, და რასსის მცხოვრებლებს, და მრავალ თაობას, რომელიც მათ შორის იყო!

    25:38
  5. وَكُلًّا ضَرَبْنَا لَهُ الْأَمْثَالَ ۖ وَكُلًّا تَبَّرْنَا تَتْبِيرًا

    თითოეულ მათგანს მოვუყვანეთ იგავები და თითოეული მათგანი ძირფესვიანად გავანადგურეთ.

    25:39
  6. وَلَقَدْ أَتَوْا عَلَى الْقَرْيَةِ الَّتِي أُمْطِرَتْ مَطَرَ السَّوْءِ ۚ أَفَلَمْ يَكُونُوا يَرَوْنَهَا ۚ بَلْ كَانُوا لَا يَرْجُونَ نُشُورًا

    და ვფიცავ, მათ უკვე ჩაუარეს დასახლებებს, რომლებსაც დაატყდა საშინელი წვიმა - ლეშტერი. განა ვერ დაინახეს ეს? არა, არ სასოობენ, რომ აღდგენილ იქნებოდნენ!

    25:40
  7. وَإِذَا رَأَوْكَ إِنْ يَتَّخِذُونَكَ إِلَّا هُزُوًا أَهَٰذَا الَّذِي بَعَثَ اللَّهُ رَسُولًا

    შენი დანახვისთანავე მასხრად გიგდებენ: „ნუთუ ისაა, ვინც ალლაჰმა შუამავლად წარმოგზავნა?

    25:41
  8. إِنْ كَادَ لَيُضِلُّنَا عَنْ آلِهَتِنَا لَوْلَا أَنْ صَبَرْنَا عَلَيْهَا ۚ وَسَوْفَ يَعْلَمُونَ حِينَ يَرَوْنَ الْعَذَابَ مَنْ أَضَلُّ سَبِيلًا

    საცაა ჩვენი ღვთაებებისგან ზურგს გვაქცევინებდა, ჩვენ რომ მოთმინება არ გამოგვეჩინაო.“ როცა ისინი სასჯელს დაინახავენ, გაიგებენ, ვინ უფრო გზააბნეული ყოფილა!

    25:42
  9. أَرَأَيْتَ مَنِ اتَّخَذَ إِلَٰهَهُ هَوَاهُ أَفَأَنْتَ تَكُونُ عَلَيْهِ وَكِيلًا

    გინახავს ის, ვინც თვისი ვნება გააღმერთა? ნუთუ მისი დამცველი და მფარველი იქნები?

    25:43
  10. أَمْ تَحْسَبُ أَنَّ أَكْثَرَهُمْ يَسْمَعُونَ أَوْ يَعْقِلُونَ ۚ إِنْ هُمْ إِلَّا كَالْأَنْعَامِ ۖ بَلْ هُمْ أَضَلُّ سَبِيلًا

    თუ ფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა შეისმენს ან შეიგნებს? ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა მსგავსნი პირუტყვისა, ან მათზე მეტად გზააბნეულნი!

    25:44

თარგმანი: რეზო მიქელაძე