მუსხაფი, გვერდი 344
-
فَإِذَا اسْتَوَيْتَ أَنْتَ وَمَنْ مَعَكَ عَلَى الْفُلْكِ فَقُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي نَجَّانَا مِنَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ
და როცა შენ და შენთან ერთად მყოფნი ჩასხდებით ხომალდში, მაშინ თქვი: „ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიხსნა ჩვენ უსამართლო ხალხისგან!“
23:28 -
وَقُلْ رَبِّ أَنْزِلْنِي مُنْزَلًا مُبَارَكًا وَأَنْتَ خَيْرُ الْمُنْزِلِينَ
და თქვი: „ღმერთო ჩემო! მიმიყვანე დალოცვილ ადგილამდე, შენ ხომ საუკეთესო დამსახლებელი ხარ!“
23:29 -
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ وَإِنْ كُنَّا لَمُبْتَلِينَ
უეჭველად, ამაში სასწაულია. და ჩვენ უთუოდ გამოცდას მოვუვლენთ!
23:30 -
ثُمَّ أَنْشَأْنَا مِنْ بَعْدِهِمْ قَرْنًا آخَرِينَ
მერე მოვიყვანეთ მათ შემდგომ სხვა თაობა.
23:31 -
فَأَرْسَلْنَا فِيهِمْ رَسُولًا مِنْهُمْ أَنِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ أَفَلَا تَتَّقُونَ
ამგვარად, ჩვენ წარვგზავნეთ მათთან შუამავალი მათივე წიაღიდან, რომ ეცათ თაყვანი ალლაჰისთვის, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი, ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი?“
23:32 -
وَقَالَ الْمَلَأُ مِنْ قَوْمِهِ الَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِلِقَاءِ الْآخِرَةِ وَأَتْرَفْنَاهُمْ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا مَا هَٰذَا إِلَّا بَشَرٌ مِثْلُكُمْ يَأْكُلُ مِمَّا تَأْكُلُونَ مِنْهُ وَيَشْرَبُ مِمَّا تَشْرَبُونَ
და თქვეს წარჩინებულებმა თავისივე ხალხისგან, რომელთაც უარყვეს და ცრუდ შერაცხეს წარსდგომა საიქიოში, და რომელთაც ვუბოძეთ ჩვენ კეთილდღეობა ამქვეყნიურ ცხოვრებაში: „რაა ეს, თუ არა ადამიანი თქვენი მსგავსი. ის ჭამს იმას, რასაც თქვენ, და სვამს იმას, რასაც თქვენ.
23:33 -
وَلَئِنْ أَطَعْتُمْ بَشَرًا مِثْلَكُمْ إِنَّكُمْ إِذًا لَخَاسِرُونَ
და თუ თქვენ დაემორჩილებით ადამიანს, რომელიც თქვენი მსგავსია, მაშინ თქვენ უეჭველად, წაგებულნი აღმოჩნდებით.
23:34 -
أَيَعِدُكُمْ أَنَّكُمْ إِذَا مِتُّمْ وَكُنْتُمْ تُرَابًا وَعِظَامًا أَنَّكُمْ مُخْرَجُونَ
ნუთუ გპირდებათ ის, რომ როცა თქვენ მოკვდებით და იქცევით მიწად და ძვლებად, უთუოდ აღდგენილნი იქნებით?
23:35 -
هَيْهَاتَ هَيْهَاتَ لِمَا تُوعَدُونَ
რაოდენ შორსაა ის, რაც აღგეთქვათ!
23:36 -
إِنْ هِيَ إِلَّا حَيَاتُنَا الدُّنْيَا نَمُوتُ وَنَحْيَا وَمَا نَحْنُ بِمَبْعُوثِينَ
იგი მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებით შემოიფარგლება: (ზოგნი) ვკვდებით და (ზოგნი) ვცოცხლობთ და ჩვენ არ ვიქნებით აღდგომილნი.
23:37 -
إِنْ هُوَ إِلَّا رَجُلٌ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا وَمَا نَحْنُ لَهُ بِمُؤْمِنِينَ
იგი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია, რომელმაც გამოიგონა ალლაჰის თაობაზე სიცრუე და ჩვენ არ ვიქნებით მისი დამჯერნი!“
23:38 -
قَالَ رَبِّ انْصُرْنِي بِمَا كَذَّبُونِ
თქვა: „ღმერთო ჩემო! შემეწიე მე ცრუდ შერაცხვის წინაშე!“
23:39 -
قَالَ عَمَّا قَلِيلٍ لَيُصْبِحُنَّ نَادِمِينَ
მიუგო: „ძალიან მალე, დიახაც, მონანიენი შეიქმნებიან!“
23:40 -
فَأَخَذَتْهُمُ الصَّيْحَةُ بِالْحَقِّ فَجَعَلْنَاهُمْ غُثَاءً ۚ فَبُعْدًا لِلْقَوْمِ الظَّالِمِينَ
ამგვარად, საშინელმა ხმამ სამართლიანად შეიპყრო ისინი, მაშინ ვაქციეთ ისინი იმ ნაგვის მსგავსნი, ნიაღვარი რომ წარიტაცებს. დაე, მოიშთონ უსამართლონი!
23:41 -
ثُمَّ أَنْشَأْنَا مِنْ بَعْدِهِمْ قُرُونًا آخَرِينَ
მერე მოვიყვანეთ მათ შემდგომ სხვა თაობები.
23:42
თარგმანი: რეზო მიქელაძე