სურა 21 ენბია, აიათი 94 – 112

  1. فَمَنْ يَعْمَلْ مِنَ الصَّالِحَاتِ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَلَا كُفْرَانَ لِسَعْيِهِ وَإِنَّا لَهُ كَاتِبُونَ

    მაშ, ვინც, როგორც მორწმუნე, იქმს სიქველეს, ღვაწლი მისი არ იქნება უარყოფილი. და უეჭველად, ჩვენ ვიწერთ ამას მისთვის!

    21:94
  2. وَحَرَامٌ عَلَىٰ قَرْيَةٍ أَهْلَكْنَاهَا أَنَّهُمْ لَا يَرْجِعُونَ

    და აკრძალულია იმ ქალაქის მკვიდრთათვის, რომელიც გავანადგურეთ, რომ ეგენი უკან დაბრუნდნენ!

    21:95
  3. حَتَّىٰ إِذَا فُتِحَتْ يَأْجُوجُ وَمَأْجُوجُ وَهُمْ مِنْ كُلِّ حَدَبٍ يَنْسِلُونَ

    ბოლოს და ბოლოს, როცა გათავისულდებიან იეჯუჯ-მეჯუჯი, ყოველი მთიდან თავს დაესხმიან!

    21:96
  4. وَاقْتَرَبَ الْوَعْدُ الْحَقُّ فَإِذَا هِيَ شَاخِصَةٌ أَبْصَارُ الَّذِينَ كَفَرُوا يَا وَيْلَنَا قَدْ كُنَّا فِي غَفْلَةٍ مِنْ هَٰذَا بَلْ كُنَّا ظَالِمِينَ

    და როცა მოახლოვდება ჭეშმარიტი აღთქმა, სწორედ მაშინ, რომელთაც უარყვეს, მზერა გაუშტერდებათ: „ვაი ჩვენ! უგულისყურო ვიყავით ამის მიმართ. თურმე უსამართლონი ვყოფილვართ!“

    21:97
  5. إِنَّكُمْ وَمَا تَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ حَصَبُ جَهَنَّمَ أَنْتُمْ لَهَا وَارِدُونَ

    უეჭველად, თქვენ და ისინი, რასაც ეთაყვანებით, გარდა ალლაჰისა, შეშა ხართ ჯოჯოხეთისა, თქვენ იქ იქნებით მოთავსებულნი!

    21:98
  6. لَوْ كَانَ هَٰؤُلَاءِ آلِهَةً مَا وَرَدُوهَا ۖ وَكُلٌّ فِيهَا خَالِدُونَ

    რომ ყოფილიყვნენ ეგენი ღვთაებები, არ შევიდოდნენ იქ. და ყველა იქ იქნებიან სამუდამოდ!

    21:99
  7. لَهُمْ فِيهَا زَفِيرٌ وَهُمْ فِيهَا لَا يَسْمَعُونَ

    მათთვის იქ მძაფრი კვნესაა, და ეგენი იქ ვერაფერს გაიგონებენ!

    21:100
  8. إِنَّ الَّذِينَ سَبَقَتْ لَهُمْ مِنَّا الْحُسْنَىٰ أُولَٰئِكَ عَنْهَا مُبْعَدُونَ

    უეჭველად, რომელთაც ეწიათ ჩვენგან სიკეთე, სწორედ ეგენი მისგან შორს მყოფნი არიან!

    21:101
  9. لَا يَسْمَعُونَ حَسِيسَهَا ۖ وَهُمْ فِي مَا اشْتَهَتْ أَنْفُسُهُمْ خَالِدُونَ

    არ მოესმინებათ მისი ხმაური და ეგენი მარად იქნებიან მასში, რასაც ისურვებენ მათი სულები!

    21:102
  10. لَا يَحْزُنُهُمُ الْفَزَعُ الْأَكْبَرُ وَتَتَلَقَّاهُمُ الْمَلَائِكَةُ هَٰذَا يَوْمُكُمُ الَّذِي كُنْتُمْ تُوعَدُونَ

    არ დაამწუხრებთ მათ უდიდესი შიში და ანგელოზები დახვდებიან მათ: „ეს თქვენი დღეა, რომელიც აღგეთქვათ!“

    21:103
  11. يَوْمَ نَطْوِي السَّمَاءَ كَطَيِّ السِّجِلِّ لِلْكُتُبِ ۚ كَمَا بَدَأْنَا أَوَّلَ خَلْقٍ نُعِيدُهُ ۚ وَعْدًا عَلَيْنَا ۚ إِنَّا كُنَّا فَاعِلِينَ

    იმ დღეს ჩვენ ზეცას დავგრაგნით, როგორც გრაგნილებს წიგნთათვის. როგორც დავიწყეთ თავდაპირველად, ჩვენი აღთქმის თანახმად, აღვადგენთ მას ხელმეორედ. უეჭველად, ჩვენ ვართ მქმნელნი!

    21:104
  12. وَلَقَدْ كَتَبْنَا فِي الزَّبُورِ مِنْ بَعْدِ الذِّكْرِ أَنَّ الْأَرْضَ يَرِثُهَا عِبَادِيَ الصَّالِحُونَ

    და ვფიცავ, ჩვენ ჩავწერეთ გახსენების შემდეგ ზებურში, რომ ქვეყანას იმემკვიდრებენ ჩემი ერთგული მსახურნი!

    21:105
  13. إِنَّ فِي هَٰذَا لَبَلَاغًا لِقَوْمٍ عَابِدِينَ

    უეჭველად, ამაში ცნობარია თაყვანისმცემელ ხალხთათვის!

    21:106
  14. وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا رَحْمَةً لِلْعَالَمِينَ

    და არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის!

    21:107
  15. قُلْ إِنَّمَا يُوحَىٰ إِلَيَّ أَنَّمَا إِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۖ فَهَلْ أَنْتُمْ مُسْلِمُونَ

    თქვი: „მე მხოლოდ ზეშთამეგონა, რომ თქვენი უფალი ერთადერთი ღმერთია. ნუთუ კიდევ არ შეიქმნებით თქვენ მუსლიმებად?!

    21:108
  16. فَإِنْ تَوَلَّوْا فَقُلْ آذَنْتُكُمْ عَلَىٰ سَوَاءٍ ۖ وَإِنْ أَدْرِي أَقَرِيبٌ أَمْ بَعِيدٌ مَا تُوعَدُونَ

    ამის მერე თუ ზურგს აქცევენ, მაშინ უთხარი: გამცნობთ თქვენ ყველას, განურჩევლად და არ ვუწყი ახლოსაა თუ შორს ის, რაც აღგეთქვათ!

    21:109
  17. إِنَّهُ يَعْلَمُ الْجَهْرَ مِنَ الْقَوْلِ وَيَعْلَمُ مَا تَكْتُمُونَ

    უეჭველად, იგი უწყის, რასაც ცხადად წარმოთქვამთ და რასაც მალავთ!

    21:110
  18. وَإِنْ أَدْرِي لَعَلَّهُ فِتْنَةٌ لَكُمْ وَمَتَاعٌ إِلَىٰ حِينٍ

    არ ვიცი! იქნებ ეს ერთგვარი გამოცდაა თქვენთვის და სარგებლობა განსაზღვრულ დრომდე!“

    21:111
  19. قَالَ رَبِّ احْكُمْ بِالْحَقِّ ۗ وَرَبُّنَا الرَّحْمَٰنُ الْمُسْتَعَانُ عَلَىٰ مَا تَصِفُونَ

    თქვა: „ღმერთო ჩემო! განსაჯე ჭეშმარიტებით! მოწყალე ღმერთი მფარველია ჩვენი იმისგან, რასაც თხზავთ თქვენ.

    21:112

თარგმანი: რეზო მიქელაძე