სურა 21 ენბია, აიათი 89 – 90
-
وَزَكَرِيَّا إِذْ نَادَىٰ رَبَّهُ رَبِّ لَا تَذَرْنِي فَرْدًا وَأَنْتَ خَيْرُ الْوَارِثِينَ
და ზაქარია, აკი შეევედრა თავის ღმერთს: „ღმერთო ჩემო! არ დამტოვო ეული, რამეთუ შენ საუკეთესო მემკვიდრეობის მბოძებელი ხარ!“
21:89 -
فَاسْتَجَبْنَا لَهُ وَوَهَبْنَا لَهُ يَحْيَىٰ وَأَصْلَحْنَا لَهُ زَوْجَهُ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا يُسَارِعُونَ فِي الْخَيْرَاتِ وَيَدْعُونَنَا رَغَبًا وَرَهَبًا ۖ وَكَانُوا لَنَا خَاشِعِينَ
შევისმინეთ მისი ვედრება და ვუბოძეთ მას იაჰია და ვქმენით მისი ცოლი ამის შემძლე. უეჭველად, ისინი ისწრაფოდნენ სიქველისკენ, გვიხმობდნენ სასოებით და შიშით, და იყვნენ ჩვენდამი მოკრძალებულნი!
21:90
თარგმანი: რეზო მიქელაძე