სურა 19 მარიამი, აიათი 7 – 15

  1. يَا زَكَرِيَّا إِنَّا نُبَشِّرُكَ بِغُلَامٍ اسْمُهُ يَحْيَىٰ لَمْ نَجْعَلْ لَهُ مِنْ قَبْلُ سَمِيًّا

    „ჰეი, ზაქარია, უეჭველად, ჩვენ გახარებთ ძეს, რომლის სახელიცაა იაჰია. მის უწინარეს ეს სახელი არავის უტარებია!“

    19:7
  2. قَالَ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَكَانَتِ امْرَأَتِي عَاقِرًا وَقَدْ بَلَغْتُ مِنَ الْكِبَرِ عِتِيًّا

    თქვა: „ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება შემეძინოს მე ძე, როცა ჩემი ცოლი უკვე უნაყოფოა და მე უკიდურესად მხცოვანი?

    19:8
  3. قَالَ كَذَٰلِكَ قَالَ رَبُّكَ هُوَ عَلَيَّ هَيِّنٌ وَقَدْ خَلَقْتُكَ مِنْ قَبْلُ وَلَمْ تَكُ شَيْئًا

    უთხრა: „სწორედ ასე ბრძანა შენმა ღმერთმა: „იგი ჩემთვის იოლია! თავდაპირველადაც ხომ მე გაგაჩინე, როცა არაფერი იყავი?“

    19:9
  4. قَالَ رَبِّ اجْعَلْ لِي آيَةً ۚ قَالَ آيَتُكَ أَلَّا تُكَلِّمَ النَّاسَ ثَلَاثَ لَيَالٍ سَوِيًّا

    უპასუხა: „ღმერთო ჩემო! დამიდგინე მე ნიშანი!“ უთხრა: „შენი ნიშანი ის იქნება, რომ არ დაელაპარაკო ხალხს სამი ღამის განმავლობაში, სრულიად ჯანმრთელმა!“

    19:10
  5. فَخَرَجَ عَلَىٰ قَوْمِهِ مِنَ الْمِحْرَابِ فَأَوْحَىٰ إِلَيْهِمْ أَنْ سَبِّحُوا بُكْرَةً وَعَشِيًّا

    ამის შემდეგ გამოვიდა მიჰრაბიდან თავის ხალხთან და მათ ანიშნა: „რომ ელოცათ დილით და საღამოს!“

    19:11
  6. يَا يَحْيَىٰ خُذِ الْكِتَابَ بِقُوَّةٍ ۖ وَآتَيْنَاهُ الْحُكْمَ صَبِيًّا

    „ჰეი, იაჰია, აიღე წიგნი მტკიცედ!“ ჯერ კიდევ ბავშვს, ჩვენ მივჰმადლეთ სიბრძნე

    19:12
  7. وَحَنَانًا مِنْ لَدُنَّا وَزَكَاةً ۖ وَكَانَ تَقِيًّا

    ჩვენგან, გულმოწყალება და სისპეტაკე. და იყო იგი ღვთისმოშიში,

    19:13
  8. وَبَرًّا بِوَالِدَيْهِ وَلَمْ يَكُنْ جَبَّارًا عَصِيًّا

    კეთილი მშობლებისადმი, და არა ულმობელი, ურჩი!

    19:14
  9. وَسَلَامٌ عَلَيْهِ يَوْمَ وُلِدَ وَيَوْمَ يَمُوتُ وَيَوْمَ يُبْعَثُ حَيًّا

    და მშვიდობა მას დღეს, როცა დაიბადა და დღეს, როცა მოკვდა და დღეს როცა ცოცხალი აღდგება!

    19:15

თარგმანი: რეზო მიქელაძე