სურა 19 მარიამი
-
كهيعص
ყაფ. ჰა. ია. ღაინ. სად.
19:1 -
ذِكْرُ رَحْمَتِ رَبِّكَ عَبْدَهُ زَكَرِيَّا
(ეს) შენი ღმერთის წყალობით თავისი მსახურის ზაქარიას გახსენებაა.
19:2 -
إِذْ نَادَىٰ رَبَّهُ نِدَاءً خَفِيًّا
აკი, მან შეევედრა თავის ღმერთს ღაღადით საიდუმლოდ.
19:3 -
قَالَ رَبِّ إِنِّي وَهَنَ الْعَظْمُ مِنِّي وَاشْتَعَلَ الرَّأْسُ شَيْبًا وَلَمْ أَكُنْ بِدُعَائِكَ رَبِّ شَقِيًّا
თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ძვლები გამომეფიტა და თავი გამიჭაღარავდა; და არ ვყოფილვარ შენდამი აღვლენილი ვედრებისას უბედური.
19:4 -
وَإِنِّي خِفْتُ الْمَوَالِيَ مِنْ وَرَائِي وَكَانَتِ امْرَأَتِي عَاقِرًا فَهَبْ لِي مِنْ لَدُنْكَ وَلِيًّا
და უეჭველად, მე მეშინია ჩემს შემდეგ მომავალი ახლობლების, რამეთუ ჩემი ცოლი უნაყოფო შეიქმნა; მაშ, მე შვილი მაჩუქე!
19:5 -
يَرِثُنِي وَيَرِثُ مِنْ آلِ يَعْقُوبَ ۖ وَاجْعَلْهُ رَبِّ رَضِيًّا
მემკვიდრე იყოს ჩემი და მემკვიდრე იაღყუბის მოდგმის, ჰქმენ იგი, ღმერთო ჩემო, კმაყოფილად!“
19:6 -
يَا زَكَرِيَّا إِنَّا نُبَشِّرُكَ بِغُلَامٍ اسْمُهُ يَحْيَىٰ لَمْ نَجْعَلْ لَهُ مِنْ قَبْلُ سَمِيًّا
„ჰეი, ზაქარია, უეჭველად, ჩვენ გახარებთ ძეს, რომლის სახელიცაა იაჰია. მის უწინარეს ეს სახელი არავის უტარებია!“
19:7 -
قَالَ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَكَانَتِ امْرَأَتِي عَاقِرًا وَقَدْ بَلَغْتُ مِنَ الْكِبَرِ عِتِيًّا
თქვა: „ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება შემეძინოს მე ძე, როცა ჩემი ცოლი უკვე უნაყოფოა და მე უკიდურესად მხცოვანი?
19:8 -
قَالَ كَذَٰلِكَ قَالَ رَبُّكَ هُوَ عَلَيَّ هَيِّنٌ وَقَدْ خَلَقْتُكَ مِنْ قَبْلُ وَلَمْ تَكُ شَيْئًا
უთხრა: „სწორედ ასე ბრძანა შენმა ღმერთმა: „იგი ჩემთვის იოლია! თავდაპირველადაც ხომ მე გაგაჩინე, როცა არაფერი იყავი?“
19:9 -
قَالَ رَبِّ اجْعَلْ لِي آيَةً ۚ قَالَ آيَتُكَ أَلَّا تُكَلِّمَ النَّاسَ ثَلَاثَ لَيَالٍ سَوِيًّا
უპასუხა: „ღმერთო ჩემო! დამიდგინე მე ნიშანი!“ უთხრა: „შენი ნიშანი ის იქნება, რომ არ დაელაპარაკო ხალხს სამი ღამის განმავლობაში, სრულიად ჯანმრთელმა!“
19:10 -
فَخَرَجَ عَلَىٰ قَوْمِهِ مِنَ الْمِحْرَابِ فَأَوْحَىٰ إِلَيْهِمْ أَنْ سَبِّحُوا بُكْرَةً وَعَشِيًّا
ამის შემდეგ გამოვიდა მიჰრაბიდან თავის ხალხთან და მათ ანიშნა: „რომ ელოცათ დილით და საღამოს!“
19:11 -
يَا يَحْيَىٰ خُذِ الْكِتَابَ بِقُوَّةٍ ۖ وَآتَيْنَاهُ الْحُكْمَ صَبِيًّا
„ჰეი, იაჰია, აიღე წიგნი მტკიცედ!“ ჯერ კიდევ ბავშვს, ჩვენ მივჰმადლეთ სიბრძნე
19:12 -
وَحَنَانًا مِنْ لَدُنَّا وَزَكَاةً ۖ وَكَانَ تَقِيًّا
ჩვენგან, გულმოწყალება და სისპეტაკე. და იყო იგი ღვთისმოშიში,
19:13 -
وَبَرًّا بِوَالِدَيْهِ وَلَمْ يَكُنْ جَبَّارًا عَصِيًّا
კეთილი მშობლებისადმი, და არა ულმობელი, ურჩი!
19:14 -
وَسَلَامٌ عَلَيْهِ يَوْمَ وُلِدَ وَيَوْمَ يَمُوتُ وَيَوْمَ يُبْعَثُ حَيًّا
და მშვიდობა მას დღეს, როცა დაიბადა და დღეს, როცა მოკვდა და დღეს როცა ცოცხალი აღდგება!
19:15 -
وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ مَرْيَمَ إِذِ انْتَبَذَتْ مِنْ أَهْلِهَا مَكَانًا شَرْقِيًّا
და მოიხსენიე წიგნში მარიამი. როცა განერიდა იგი თავის ოჯახს აღმოსავლეთისკენ,
19:16 -
فَاتَّخَذَتْ مِنْ دُونِهِمْ حِجَابًا فَأَرْسَلْنَا إِلَيْهَا رُوحَنَا فَتَمَثَّلَ لَهَا بَشَرًا سَوِيًّا
შემდეგ დაიდგინა მათგან გამყოფი ფარდა. მაშინ ჩვენ წარვგზავნეთ მასთან ჩვენი სული, რომელიც მის წინაშე სრულყოფილი კაცის იერით წარსდგა.
19:17 -
قَالَتْ إِنِّي أَعُوذُ بِالرَّحْمَٰنِ مِنْكَ إِنْ كُنْتَ تَقِيًّا
უთხრა: „უეჭველად, მე მივეკედლები მოწყალეს შენგან, თუკი ღვთისმოშიში ხარ შენ“.
19:18 -
قَالَ إِنَّمَا أَنَا رَسُولُ رَبِّكِ لِأَهَبَ لَكِ غُلَامًا زَكِيًّا
მიუგო: „მე მხოლოდ შუამავალი ვარ შენი ღმერთისგან, რომ გაჩუქო შვილი სპეტაკი“.
19:19 -
قَالَتْ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَلَمْ يَمْسَسْنِي بَشَرٌ وَلَمْ أَكُ بَغِيًّا
უთხრა: „როგორ მეყოლება ძე, როცა მე კაცი არ შემხებია და არ ვყოფილვარ მე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი?“
19:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე