სურა 19 მარიამი, აიათი 66 – 82

  1. وَيَقُولُ الْإِنْسَانُ أَإِذَا مَا مِتُّ لَسَوْفَ أُخْرَجُ حَيًّا

    და ამბობს ადამიანი: „ნუთუ მე სიკვდილის შემდეგ ცოცხალი უნდა აღვდგე?“

    19:66
  2. أَوَلَا يَذْكُرُ الْإِنْسَانُ أَنَّا خَلَقْنَاهُ مِنْ قَبْلُ وَلَمْ يَكُ شَيْئًا

    ნუთუ არ ფიქრობს ადამიანი, უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ იგი წინათ, როცა არაფერი იყო?

    19:67
  3. فَوَرَبِّكَ لَنَحْشُرَنَّهُمْ وَالشَّيَاطِينَ ثُمَّ لَنُحْضِرَنَّهُمْ حَوْلَ جَهَنَّمَ جِثِيًّا

    შენ ღმერთს ვფიცავ, უთუოდ შევკრებთ მათ და ეშმაკებს, მერე მოვაცდევინებთ მათ ჯოჯოხეთის გარშემო დაჩოქილთ!

    19:68
  4. ثُمَّ لَنَنْزِعَنَّ مِنْ كُلِّ شِيعَةٍ أَيُّهُمْ أَشَدُّ عَلَى الرَّحْمَٰنِ عِتِيًّا

    შემდეგ უთუოდ ყველა ჯგუფიდან გამოვარჩევთ იმათ, რომელნიც მოწყალის წინაშე ყველაზე ურჩნი იყვნენ.

    19:69
  5. ثُمَّ لَنَحْنُ أَعْلَمُ بِالَّذِينَ هُمْ أَوْلَىٰ بِهَا صِلِيًّا

    მერე, დიახაც, რომ ჩვენ უკეთ ვუწყით, რომელნიც ღირსი არიან დაწვის!

    19:70
  6. وَإِنْ مِنْكُمْ إِلَّا وَارِدُهَا ۚ كَانَ عَلَىٰ رَبِّكَ حَتْمًا مَقْضِيًّا

    თქვენგან ჯოჯოხეთთან გაუვლელი არავინ დარჩება. შენი ღმერთის მიერ ეს კატეგორიულად გადაწყვეტილია.

    19:71
  7. ثُمَّ نُنَجِّي الَّذِينَ اتَّقَوْا وَنَذَرُ الظَّالِمِينَ فِيهَا جِثِيًّا

    მერე ჩვენ გადავარჩენთ ღვთისმოშიშებს, ხოლო უსამართლოებს მუხლებზე დაჩოქილს დავტოვებთ იქ!

    19:72
  8. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ قَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلَّذِينَ آمَنُوا أَيُّ الْفَرِيقَيْنِ خَيْرٌ مَقَامًا وَأَحْسَنُ نَدِيًّا

    და როცა ეკითხებოდათ მათ ჩვენი ცხადი აიათები, რომელთაც უარყვეს, მათ კითხეს მორწმუნეებს: „ჩვენ ორ ჯგუფს შორის რომელს აქვს უკეთესი მდგომარეობა და რომლისაა უკეთესი შემადგენლობა?“

    19:73
  9. وَكَمْ أَهْلَكْنَا قَبْلَهُمْ مِنْ قَرْنٍ هُمْ أَحْسَنُ أَثَاثًا وَرِئْيًا

    და ჩვენ რამდენი თაობა გავანადგურეთ მათზე უწინ, რომლებიც შემადგენლობითაც და იერითაც ბევრად უკეთესნი იყვნენ!

    19:74
  10. قُلْ مَنْ كَانَ فِي الضَّلَالَةِ فَلْيَمْدُدْ لَهُ الرَّحْمَٰنُ مَدًّا ۚ حَتَّىٰ إِذَا رَأَوْا مَا يُوعَدُونَ إِمَّا الْعَذَابَ وَإِمَّا السَّاعَةَ فَسَيَعْلَمُونَ مَنْ هُوَ شَرٌّ مَكَانًا وَأَضْعَفُ جُنْدًا

    უთხარი მათ, რომელნიც არიან ცდომილებაში: „მწყალობელმა რომც გადაუწიოთ ცოტა დრო, ამით რა შეიცვლება მათთვის?“ უეჭველად, როცა აღსასრული დადგება და ისინი მათდა აღთქმულ სასჯელს ან ქვეყნიერების აღსასრულს იხილავენ, სწორედ მაშინ შეიტყობენ, რომლისაა ცუდი ადგილი და რომლის ლაშქარია სუსტი!

    19:75
  11. وَيَزِيدُ اللَّهُ الَّذِينَ اهْتَدَوْا هُدًى ۗ وَالْبَاقِيَاتُ الصَّالِحَاتُ خَيْرٌ عِنْدَ رَبِّكَ ثَوَابًا وَخَيْرٌ مَرَدًّا

    და მიუმატებს ალლაჰი ჭეშმარიტებას, რომელთაც ჭეშმარიტებას დაადგნენ, მუდმივი კეთილი საქმეები უკეთესია შენი ღმერთის წინაშე მადლით და უკეთესი საზღაურით!

    19:76
  12. أَفَرَأَيْتَ الَّذِي كَفَرَ بِآيَاتِنَا وَقَالَ لَأُوتَيَنَّ مَالًا وَوَلَدًا

    განა არ გინახავს, რომელმაც უარყო ჩვენი აიათები და თქვა: მე, უთუოდ, მომეცემა ქონება და შვილებიო?

    19:77
  13. أَطَّلَعَ الْغَيْبَ أَمِ اتَّخَذَ عِنْدَ الرَّحْمَٰنِ عَهْدًا

    განა ემცნო მას დაფარული თუ მოწყალისგან აღთქმა მიიღო?

    19:78
  14. كَلَّا ۚ سَنَكْتُبُ مَا يَقُولُ وَنَمُدُّ لَهُ مِنَ الْعَذَابِ مَدًّا

    არამც და არამც! ჩვენ ჩავიწერთ მის ნათქვამს და გავუხანგძლივებთ სასჯელს გაძლიერებულს!

    19:79
  15. وَنَرِثُهُ مَا يَقُولُ وَيَأْتِينَا فَرْدًا

    ჩვენ მისგან ვიმემკვიდრებთ, რასაც ამბობს და იგი მოვა ჩვენ წინაშე მარტოსული!

    19:80
  16. وَاتَّخَذُوا مِنْ دُونِ اللَّهِ آلِهَةً لِيَكُونُوا لَهُمْ عِزًّا

    და დაიდგინეს ალლაჰის გარდა ღვთაებები, რათა ყოფილიყვნენ ეგენი სახელოვანი.

    19:81
  17. كَلَّا ۚ سَيَكْفُرُونَ بِعِبَادَتِهِمْ وَيَكُونُونَ عَلَيْهِمْ ضِدًّا

    არამც და არამც! უარყოფენ ისინი მათ თაყვანისცემას და შეიქმნებიან მათ მოწინააღმდეგეებად.

    19:82

თარგმანი: რეზო მიქელაძე