სურა 19 მარიამი, აიათი 51 – 57

  1. وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ مُوسَىٰ ۚ إِنَّهُ كَانَ مُخْلَصًا وَكَانَ رَسُولًا نَبِيًّا

    და ახსენე წიგნში მუსა: უეჭველად, იგი გამორჩეული ადამიანი იყო. ის ერთ-ერთი შუამავალი, ერთ-ერთი მაცნე იყო!

    19:51
  2. وَنَادَيْنَاهُ مِنْ جَانِبِ الطُّورِ الْأَيْمَنِ وَقَرَّبْنَاهُ نَجِيًّا

    და ჩვენ დავუძახეთ მას ტურის მარჯვენა მხრიდან და დავიახლოვეთ იგი საიდუმლო საუბრისთვის.

    19:52
  3. وَوَهَبْنَا لَهُ مِنْ رَحْمَتِنَا أَخَاهُ هَارُونَ نَبِيًّا

    და ჩვენ ვაჩუქეთ მას, ჩვენი წყალობიდან ძმა თვისი ჰარუნი შუამავლად.

    19:53
  4. وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ إِسْمَاعِيلَ ۚ إِنَّهُ كَانَ صَادِقَ الْوَعْدِ وَكَانَ رَسُولًا نَبِيًّا

    და ახსენე წიგნში ისმაილი: უეჭველად, იგი აღთქმის ერთგული, შუამავალი და მაცნე იყო!

    19:54
  5. وَكَانَ يَأْمُرُ أَهْلَهُ بِالصَّلَاةِ وَالزَّكَاةِ وَكَانَ عِنْدَ رَبِّهِ مَرْضِيًّا

    და იგი უბრძანებდა თავის ხალხს ლოცვასა და ზექათს, და მან მიაღწია თავის ღმერთთან კმაკოფილებას.

    19:55
  6. وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ إِدْرِيسَ ۚ إِنَّهُ كَانَ صِدِّيقًا نَبِيًّا

    და ახსენე წიგნში იდრისი: უეჭველად, იგი იყო ჭეშმარიტი შუამავალი!

    19:56
  7. وَرَفَعْنَاهُ مَكَانًا عَلِيًّا

    და აღვამაღლეთ ჩვენ იგი მაღალ ადგილზე!

    19:57

თარგმანი: რეზო მიქელაძე