სურა 19 მარიამი, აიათი 48 – 50
-
وَأَعْتَزِلُكُمْ وَمَا تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ وَأَدْعُو رَبِّي عَسَىٰ أَلَّا أَكُونَ بِدُعَاءِ رَبِّي شَقِيًّا
და მე გაგეცლები თქვენ და იმათ, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. და მე შევევედრები ჩემს ღმერთს. ჩემი ღმერთისადმი მსახურებაში უბედური არ ვიქნები ჩემი ვედრებით!“
19:48 -
فَلَمَّا اعْتَزَلَهُمْ وَمَا يَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ وَهَبْنَا لَهُ إِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ ۖ وَكُلًّا جَعَلْنَا نَبِيًّا
როდესაც იგი გაეცალა მათ და იმას, რასაც ისინი ეთაყვანებოდნენ ალლაჰის მაგივრად, ჩვენ მას ვუბოძეთ ისჰაყი და იაღყუბი და ჩვენ დავადგინეთ ორთავე შუამავლებად.
19:49 -
وَوَهَبْنَا لَهُمْ مِنْ رَحْمَتِنَا وَجَعَلْنَا لَهُمْ لِسَانَ صِدْقٍ عَلِيًّا
და ვაჩუქეთ მათ ჩვენი წყალობისგან და ჩვენ დავადგინეთ მათთვის უზენაესი ენა, როგორც ჭეშმარიტების ენად!
19:50
თარგმანი: რეზო მიქელაძე