სურა 19 მარიამი, აიათი 42 – 48
-
إِذْ قَالَ لِأَبِيهِ يَا أَبَتِ لِمَ تَعْبُدُ مَا لَا يَسْمَعُ وَلَا يُبْصِرُ وَلَا يُغْنِي عَنْكَ شَيْئًا
აკი, უთხრა თავის მამას: „ჰეი, მამაჩემო! რატომ ეთაყვანები იმას, რაც ვერ ისმენს, ვერ ხედავს და არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია შენთვის?
19:42 -
يَا أَبَتِ إِنِّي قَدْ جَاءَنِي مِنَ الْعِلْمِ مَا لَمْ يَأْتِكَ فَاتَّبِعْنِي أَهْدِكَ صِرَاطًا سَوِيًّا
ჰოი მამაჩემო, უეჭველად, მე მებოძა ცოდნისგან, რომელიც არ მოსულა შენთან; მაშ, მომყევი მე, დაგადგენ სწორ გზაზე!
19:43 -
يَا أَبَتِ لَا تَعْبُدِ الشَّيْطَانَ ۖ إِنَّ الشَّيْطَانَ كَانَ لِلرَّحْمَٰنِ عَصِيًّا
ჰეი, მამაჩემო, არ ეთაყვანო ეშმაკს! უეჭველად, ეშმაკი მოწყალის მიმართ ურჩია!
19:44 -
يَا أَبَتِ إِنِّي أَخَافُ أَنْ يَمَسَّكَ عَذَابٌ مِنَ الرَّحْمَٰنِ فَتَكُونَ لِلشَّيْطَانِ وَلِيًّا
ჰეი, მამაჩემო, უეჭველად, მე მეშინია, რომ სასჯელი გელის მოწყალისგან, ამრიგად შეიქმნები ეშმაკის მეგობარი!“
19:45 -
قَالَ أَرَاغِبٌ أَنْتَ عَنْ آلِهَتِي يَا إِبْرَاهِيمُ ۖ لَئِنْ لَمْ تَنْتَهِ لَأَرْجُمَنَّكَ ۖ وَاهْجُرْنِي مَلِيًّا
უპასუხა: „ჰეი, იბრაჰიმ, ნუთუ შენ პატივს არ სცემ ჩემს ღმერთებს? თუკი შენ თავს არ მიანებებ ამას, დიახაც, რომ ჩაგქოლავ. გამეცალე დიდი დროით!“
19:46 -
قَالَ سَلَامٌ عَلَيْكَ ۖ سَأَسْتَغْفِرُ لَكَ رَبِّي ۖ إِنَّهُ كَانَ بِي حَفِيًّا
მიუგო: „მშვიდობა შენდა! ჩემს ღმერთს შენთვის პატიებას ვთხოვ, უეჭველად, იგი მოწყალეა ჩემს მიმართ!
19:47 -
وَأَعْتَزِلُكُمْ وَمَا تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ وَأَدْعُو رَبِّي عَسَىٰ أَلَّا أَكُونَ بِدُعَاءِ رَبِّي شَقِيًّا
და მე გაგეცლები თქვენ და იმათ, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. და მე შევევედრები ჩემს ღმერთს. ჩემი ღმერთისადმი მსახურებაში უბედური არ ვიქნები ჩემი ვედრებით!“
19:48
თარგმანი: რეზო მიქელაძე