სურა 19 მარიამი, აიათი 42 – 45

  1. إِذْ قَالَ لِأَبِيهِ يَا أَبَتِ لِمَ تَعْبُدُ مَا لَا يَسْمَعُ وَلَا يُبْصِرُ وَلَا يُغْنِي عَنْكَ شَيْئًا

    აკი, უთხრა თავის მამას: „ჰეი, მამაჩემო! რატომ ეთაყვანები იმას, რაც ვერ ისმენს, ვერ ხედავს და არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია შენთვის?

    19:42
  2. يَا أَبَتِ إِنِّي قَدْ جَاءَنِي مِنَ الْعِلْمِ مَا لَمْ يَأْتِكَ فَاتَّبِعْنِي أَهْدِكَ صِرَاطًا سَوِيًّا

    ჰოი მამაჩემო, უეჭველად, მე მებოძა ცოდნისგან, რომელიც არ მოსულა შენთან; მაშ, მომყევი მე, დაგადგენ სწორ გზაზე!

    19:43
  3. يَا أَبَتِ لَا تَعْبُدِ الشَّيْطَانَ ۖ إِنَّ الشَّيْطَانَ كَانَ لِلرَّحْمَٰنِ عَصِيًّا

    ჰეი, მამაჩემო, არ ეთაყვანო ეშმაკს! უეჭველად, ეშმაკი მოწყალის მიმართ ურჩია!

    19:44
  4. يَا أَبَتِ إِنِّي أَخَافُ أَنْ يَمَسَّكَ عَذَابٌ مِنَ الرَّحْمَٰنِ فَتَكُونَ لِلشَّيْطَانِ وَلِيًّا

    ჰეი, მამაჩემო, უეჭველად, მე მეშინია, რომ სასჯელი გელის მოწყალისგან, ამრიგად შეიქმნები ეშმაკის მეგობარი!“

    19:45

თარგმანი: რეზო მიქელაძე