სურა 19 მარიამი, აიათი 17 – 21
-
فَاتَّخَذَتْ مِنْ دُونِهِمْ حِجَابًا فَأَرْسَلْنَا إِلَيْهَا رُوحَنَا فَتَمَثَّلَ لَهَا بَشَرًا سَوِيًّا
შემდეგ დაიდგინა მათგან გამყოფი ფარდა. მაშინ ჩვენ წარვგზავნეთ მასთან ჩვენი სული, რომელიც მის წინაშე სრულყოფილი კაცის იერით წარსდგა.
19:17 -
قَالَتْ إِنِّي أَعُوذُ بِالرَّحْمَٰنِ مِنْكَ إِنْ كُنْتَ تَقِيًّا
უთხრა: „უეჭველად, მე მივეკედლები მოწყალეს შენგან, თუკი ღვთისმოშიში ხარ შენ“.
19:18 -
قَالَ إِنَّمَا أَنَا رَسُولُ رَبِّكِ لِأَهَبَ لَكِ غُلَامًا زَكِيًّا
მიუგო: „მე მხოლოდ შუამავალი ვარ შენი ღმერთისგან, რომ გაჩუქო შვილი სპეტაკი“.
19:19 -
قَالَتْ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَلَمْ يَمْسَسْنِي بَشَرٌ وَلَمْ أَكُ بَغِيًّا
უთხრა: „როგორ მეყოლება ძე, როცა მე კაცი არ შემხებია და არ ვყოფილვარ მე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი?“
19:20 -
قَالَ كَذَٰلِكِ قَالَ رَبُّكِ هُوَ عَلَيَّ هَيِّنٌ ۖ وَلِنَجْعَلَهُ آيَةً لِلنَّاسِ وَرَحْمَةً مِنَّا ۚ وَكَانَ أَمْرًا مَقْضِيًّا
მიუგო: სწორედ ასე ბრძანა შენმა ღმერთმა: „ეს ჩემთვის იოლია, რომ დავადგინოთ იგი სასწაულად ხალხთათვის და წყალობად ჩვენგან. ეს საქმე გადაწყვეტილია!“
19:21
თარგმანი: რეზო მიქელაძე